აფიშახელოვნება

მწერალთა სახლში ჟურნალ ”მნათობის” ციფრული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება

26 დეკემბერი, 2013 • • 2243
მწერალთა სახლში  ჟურნალ ”მნათობის” ციფრული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება

ჟურნალი “მნათობი” 1924 წელს დაარსდა. მასში იბეჭდებოდა ქართული საბჭოთა მწერლობის თითქმის ყველა ნაწარმოები.  ამ მხრივ „მნათობი“  წარმოადგენდა მაშინდელი მწერლობის სახეს.  იგი სისტემატურად აშუქებდა ასევე  საქართველოს სამეურნეო-პოლიტიკური და სამეცნიერო ცხოვრების საკითხებსაც. მან არაერთი ახალგაზრდა შემოქმედი გამოავლინა.

 

ჟურნალი „მნათობი“ ქართული საბჭოთა მწერლობის ერთგვარი მატიანეა და მისი როლი  საბჭოთა პერიოდის ქართული კულტურის განვითარებაში უმნიშვნელოვანესია. ეროვნული ბიბლიოთეკის რესურსებით განხორციელდა ჟურნალის ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა და ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში“ განთავსება.

მასალების გადაბეჭდვის წესი