აფიშახელოვნება

ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობის გამოფენა

17 დეკემბერი, 2013 • • 1667
ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობის გამოფენა

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ებრაული კოლექციის 200 ექსპონატი, რომელთა დიდ ნაწილსაც დამთვალიერებელი პირველად იხილავს. აგრეთვე, მოეწყობა კატალოგის ,,ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობა” პრეზენტაცია, რომელიც ებრაულ კოლექციებთან ერთად ბოლოდროინდელ სამეცნიერო კვლევების შედეგებსაც მოიცავს.

 

აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილია ებრაული კულტურის ამსახველი უნიკალური ექსპონატები, რომლებიც გასულ საუკუნეში თბილისში არსებულ ებრაულ მუზეუმში იყო გამოფენილი. მუზეუმის დახურვის შემდგომ კოლექციები სხვადასხვა მუზეუმებში გადანაწილდა, მათ შორის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმსა და იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში.

 

ქართველ ებრაელთა კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი გამოფენა ეროვნულ გალერეაში 2014 წლის 19 იანვრამდე გაგრძელდება.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

მასალების გადაბეჭდვის წესი