კინოხელოვნება

2 დეკემბერს აქცია გაიმართება “აპოლოს გადასარჩენად”

28 ნოემბერი, 2013 • • 1377
2 დეკემბერს აქცია გაიმართება “აპოლოს გადასარჩენად”

გაგა ჩხეიძემ, ფესტივალის გენერალურმა დირექტორმა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2 დეკემბერს, 18:00 საათზე, კინოფესტივალის საზეიმო გახსნამდე ერთი საათით ადრე “აპოლოს” წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართება. 

 

ყოფილი კინოთეატრის კედელზე პროექტორის საშუალებით მხატვრულ ფილმს აჩვენებენ. 

 

“რა თქმა უნდა, იქ ფილმის ყურება არ იქნება შესაძლებელი, მაგრამ იქნება აქცია და ტრანსპარანტები,”- განაცხადა ჩხეიძემ.

კინოთეატრი აპოლო – თბილისი
კინოთეატრი აპოლო – თბილისი

ჩხეიძე მოუწოდებს კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიას, რომ კინოთეატრი “აპოლო”, რომელიც კავკასიაში ერთ-ერთი პირველი კინოთეატრი იყო, არ გაიყიდოს და პროფილი შეუნარჩუნდეს. 

 

კინოთეატრი აპოლო 2002 წელს კინოსტუდიამ გაყიდა. ამჟამად უფუნქციოდ დარჩენილი კინოთეატრის შენობას შპს “თეატრები აპოლო” ფლობს. 

 

მფლობელებს შენობის გაყიდვა სურთ. სავარაუდო ფასი 5 მილიონია. შენობა იპოთეკური სესხითაა დატვირთული. “აპოლოს” შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.  

 

დღევანდელ პრესკონცერენციაზე იმყოფებოდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მარინე მიზანდარი, რომელმაც განაცხადა, რომ სამინისტროს შენობის შესყიდვა სურს. მიზანდარი მიიჩნევს, რომ სასურველია “აპოლოს” პროფილი შეუნარჩუნდეს. მისი თქმით, მფლობელებთან ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი