ხელოვნება

“ნიმფომანიაკის” ტრეილერი Youtube–მა სექსუალური შინაარსის გამო ამოიღო

23 ნოემბერი, 2013 • • 1453
“ნიმფომანიაკის” ტრეილერი Youtube–მა სექსუალური შინაარსის გამო ამოიღო

ფილმის ტერეილერის ლინკზე გადასვლის შემთხვევაში ვებ–გვერდზე წერია, რომ “ვიდეო ამოღებულია Youtube–ის პოლიტიკის დარღვევის გამო, რომელიც მას აქვს სიშიშვლესთან და სექსუალურ შინაარსთან დაკავშირებით. Youtube-ის შეზღუდვებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

 

ფილმის ტრეილერის ნახვა შესაძლებელია “ნიმფომანიაკის” ოფიციალურ გვერდზე, სადაც ტრეილერი Vimeo–ზეა განთავსებული. ტრეილერის ნახვას ვერ შეძლებთ ვერც Imdb-ზე. 

 

ფილმის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ “ნიმფომანიაკი” არის მთავარი გმირის ეროტიკული მოგზაურობა დაბადებიდან 50 წლამდე. მთავარ გმირ ჯოს (შარლოტა გინსბურგი) სელიგმანი (სტელან სკასგარდი) პოულობს. ჯო ნაცემია. სელიგმანს იგი სახლში მიჰყავს, თხოვს, რომ საკუთარი ისტორია მოუყვეს. და ამ გზით ცდილობს მის დახმარებას. 

 

“ნიმფომანიაკი” ლარს ფონ ტრიერის ბოლო ფილმია, რომელიც 2013 წლის დეკემბერში უნდა გამოვიდეს. სცენარის ავტორიც თავად ტრიერია. ფილმში მონაწილეობენ შარლოტა გისნბურგი, სტელან სკარსგარდი, უილიამ დეფო, შია ლაბაფი, უმა თურმანი და სხვები. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი