ხელოვნება

ხერთვისის, აწყურისა და ბებრის ციხეების რეაბილიტაცია დაიწყო

15 ნოემბერი, 2013 • • 3718
ხერთვისის, აწყურისა და ბებრის ციხეების რეაბილიტაცია დაიწყო

სააგენტოს განცხადებით, ეროვნული მნიშვნელობის სტატუსის მქონე საფორტიფიკაციო  ნაგებობები დღემდე ყურადღების მიღმაა მიტოვებული და გადაუდებელ საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას წლებია საჭიროებს.  

“სიძველეები არ არის მხოლოდ საკულტო ნაგებობი. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ახალი პრიორიტეტია – ქვეყნის ციხე-სიმაგრეების ეტაპობრივი აღდგენა-რეაბილიტაცია,”- ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში. 

სამუშაობის წარმოების ხარისხი კონტროლდება სააგენტოს ხარისხის კონტროლისა და ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ. რეაბილიტაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით მიმდინარეობს. 

 

ხერთვისის ციხის, რომელიც 2007 წლიდან იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის წინასწარ ნუსხაში იმყოფება, პროექტი გასულ წლებში “იკომოს-საქართველომ” მოამზადა. სააგენტოს განმარტებით, ხერთვისის ციხის დასავლეთის მრუდწახნაგოვან კოშკსა და ციტადელის გალავანზე, მძიმე მდგომრეობაა.

 

პროექტის მიხედვით, ხერთვისის მთავარი კოშკის აღმოსავლეთ ფასადის ქვედა მონაკვეთებში ჩამოშლილი საპირე წყობის აღდგენა, უხეშად ნათალი წყობის თავდაპირველი ხასიათის გამეორებით, კირის დუღაბზე მიმდინარეობს.

აწყურის ციხე
აწყურის ციხე

გვიანდელი გამონგრეული კარის ღიობის წირთხლების ამოყვანა აგურის წყობით და ხის ზღუდარის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით დასავლეთის ფასადის არააუთენტური, გამოქარული და დაზიანებული საპირე წყობა უნდა სეიცვალოს თავდაპირველი უხეშად ნათალი წყობით.

 

გეგმის მიხედვით, ციხის კოშკის ზედა ნაწილის გამოფიტული კონტურის კონსერვაცია უნდა მოხდეს. სააგენტოს განმარტებით, სამუშაოები ადგილობრივად მოპოვებული ქვითა და კირის დუღაბის გამოყენებით ხორციელდება.

უხეშად დამუშავებული ქვით აღსადგენია ხერთვისის ციტადელის გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კედლზე კონტრფორსისა (კედლის ვერტიკალური საბჯენი) და კედლის მიმდებარე ნაწილების დაზიანებული და ჩამოცვენილი საპირე წყობა. უნდა დამზადდეს და დამონტაჟდეს ციტადელში შესასვლელი ლითონის გისოსიანი კარი.

 

ქალაქ მცხეთაში მდებარე ბებერის ციხე 2009 წელს მეწყრის შედეგად დაზიანდა. ბებრის ციხის ციტადელის ჩრდ-დასავლეთ ნაწილი გრუნტთან ერთად მოწყდა ძირითად ციხეს და დასავლეთის და ჩრდილოეთისკენ მიმართული კედლები განადგურების პირას აღმოჩნდა.

 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, სამშენებლო წესების მიხედვით ჩატარებული კვლევით  ბებრისციხის დაზიანება მე-3 კატეგორიით (ყველაზე მძიმე) შეფასდა.

ბებრის ციხე
ბებრის ციხე

“აწყურის ციხის  მდგომარეობა ყოველწლიურად მძიმდება. სპეციალისტები ბებრის ციხის გადარჩენის I ეტაპზე ციხის ჩრდილოეთ კედლის, როგორც ყველაზე დაზიანებული ნაწილის გამაგრება-აღდგენაზე მუშაობენ,”- აცხადებს სააგენტო.

 

სააგენტოს ინფორმაციით, გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს აწყურის ციხის ჩრდილოეთი კედლის ყველაზე ავარიულ მონაკვეთში. 

 

კედლის  ჩამონგრევის საფრთხე ზამთრის დადგომის წინ მატულობს. ამ ეტაპზე აწყურის ციხეზე რესტავრატორები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ იმისთვის რომ, მოახლოებულ ზამთარში არ მოხდეს არა მხოლოდ ძირგამონგრეული ნაწილის, არამედ მისი მომიჯნავე ავარიული უბნების მოსალოდნელი ნგრევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი