ხელოვნება

რატომ ჩაიშალა თბილისის მოდის კვირეული

13 ნოემბერი, 2013 • • 1177
რატომ ჩაიშალა თბილისის მოდის კვირეული

სამოდელო სააგენტოში „ჯეომოდელს” საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ პროექტის მიმდინარე სეზონის გაუქმების ძირითად მიზეზი სახელმწიფო და ბიზნესსტრუქტურების პასიურობაა.

 

“მიუხედავად იმისა, რომ ყოველ სეზონზე კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია მინიმალურად, მაგრამ მაინც მხარში ედგნენ ამ პროექტს, ამ სეზონზე მათ პრიორიტეტებში თბილისის მოდის კვირეული, სამწუხაროდ, აღარ მოექცა. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს დროებითი მოვლენაა და მსოფლიოში არსებული ზოგადი ეკონომიკური კრიზისის შედეგია, რაც სამომავლოდ, გაზაფხულის ღონისძიებისთვის გამოსწორდება,” – აცხადებენ ორგანიზატორები. 

 

Tbilisi Fashion Week
Tbilisi Fashion Week

ორგანიზატორები აღინიშნავენ, რომ არსებულ და პოტენციურ სპონსორებთან აქტიური მოლაპარაკებების მიუხედავად, თანამშრომლობა ვერ შედგა.

 

მათი თქმით, თბილისის მოდის კვირეულის მეცხრე სეზონის ჩაშლა უარყოფითად აისახება არა მხოლოდ კონკრეტული დიზაინერების წარმატებაზე, არამედ თბილისისა და საქართველოს პოპულარიზაციაზე მსოფლიო მასშტაბით, ადამიანების დასაქმებაზე, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროს განვითარებაზე.

 

ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ შემდეგი სეზონისთვის, გაზაფხულზე, განახლებული ფორმატით შედეგბა თბილისის მოდის კვირეული და მეტი მხარდაჭერა ექნებათ სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი