ხელოვნება

“დაუჭრელი ისტორიები” სამზარეულოს დაფებზე [ვიდეო]

13 ნოემბერი, 2013 • • 1421
“დაუჭრელი ისტორიები” სამზარეულოს დაფებზე [ვიდეო]

თბილისის ისტორიის მუზეუმში მხატვარ ერნა დოლმაზოვას ნამუშევრების გამოფენა, სახელწოდებით “დაუჭრელი ისტორიები” მოეწყო. 

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მხატვრის სხვადასხვა ტექნიკაში შესრულებული კოლექცია, რომელიც 60 ნამუშევრისგან შედგება.

 

ძირითადი მასალა, რომლითაც ერნა დოლმაზოვა თავის ნამუშევრებს ქმნის, სამზარეულოს საჭრელი ხის დაფებია, რომელზეც გამოსახულია – „ჯვარცმა”,  „მხატვარი ქალის პორტრეტი”,  ,,ქალი იასამნისფერი თმებით მზის ჩასვლის და მზის ამოსვლის დროს”, ,,ფლეიტის ჩანთა”, ,,ცოლ-ქმარი მარაოიანი ბავშვით”, ,,მონაზონი” და სხვა.

 

გამოფენა გაგრძელდება 2013 წლის 22 ნოემბრამდე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი