კინოხელოვნება

მიშელ ჰაზანავიჩუსი საქართველოში ფილმს იღებს

12 ნოემბერი, 2013 • • 1879
მიშელ ჰაზანავიჩუსი საქართველოში ფილმს იღებს

გადაღებები პანკისის ხეობაში, სოფელ დუისთან მიმდინარეობს. ფილმი “ძიება” 1994 წელს დაწყებულ რუსეთ-ჩეჩნეთის ორწლიანი ომის შედეგად განვითარებულ მოვლენებს, 100 ათასამდე დაღუპულ მშვიდობიან მოქალაქის დაღუპვასა და 500 ათასი ჩეჩენის ლტოლვილობას ეხება.  

მიშელ ჰაზანავიჩუსი
მიშელ ჰაზანავიჩუსი

“ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ უპირისპირდებიან სამხედროები მოქალაქეებს, მამაკაცები-ქალებს, მოხუცები-ბავშვებს. ფილმი მოგვითხრობს ორ ბავშვზე, რომლებიც შემდეგ გმირები გახდებიან. ამ ფილმში ერთ-ერთი მხარე არის რუსეთი, მაგრამ ფილმი არ არის ანტირუსული. საქართველო ძალიან მიყვარს და ვფიქრობ, ამ ფილმის გადასაღებად შესაფერისი ქვეყნაა,”- განუცხადა მიშელ ჰაზანავიჩუსმა ტელეკომპანია “იმედს.” 

 

ჰაზანავიჩუსს ფილმის გადაღების იდეა 4 წლის წინ გაუჩნდა. ფილმი ჩეჩნურ, ქართულ და რუსულ ენებზეა და მომავალ წელს გამოვა. გადაღებები საქართველოში სამ კვირაში დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი