ხელოვნება

ლედი გაგა კოსმოსში გეგმავს პერფორმანსს

7 ნოემბერი, 2013 • • 2378
ლედი გაგა კოსმოსში გეგმავს პერფორმანსს

მომღერალს სურს, რომ 2015 წელს გავიდეს სტრატოსფეროში კომპანია “Virgin Galactic “-ის ხომალდით და ერთი სიმღერა შეასრულოს კოსმოსში, ნიუ მექსიკოს მაღალი ტექნოლოგიების მუსიკალური ფესტივალის მსვლელობის დროს.  

 

ჯერჯერობით უცნობია კოსმოსში დაგეგმილი ღონისძიების შესახებ დეტალები, მაგრამ ცნობილია, რომ მოგზაურობის დროს ლედი გაგას თან წაყვება მისი გუნდი და მის სიცოცხლეს “სადაზღვევო პაკეტი წარმოუდგენელი პირობებით” დააზღვევს. 

 

ლედი გაგას გარდა საოპერო მომღერალ სარა ბრაიტმანსაც სურს კოსმოსში მოგზაურობა და სიმღერის ჩაწერა. ბრაიტმანი რუს კოსმონავტებთან ერთად ემზადება და 2015 წლის ოქტომბერში გეგმავს ათდღიან მოგზაურობას. ბრაიტმანი მერვე ადამიანი იქნება, ვინც კოსმოსში იმოგზაურებს, თუ ის ლედი გაგას დაასწრებს. 

ლედი გაგა
ლედი გაგა

მასალების გადაბეჭდვის წესი