თეატრალურის კინო-ტელე ფაკულტეტიააააა ახალი აპარატურით აღიჭურვა

თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელე ფაკულტეტი ახალი ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. კულტურის სამინისტრომ ფაკულტეტი 500 ათასი ლარით დაააფინანსა. 

 

სამინისტროს განცხადებით, შეიქმნა ჯგუფი პედაგოგებისა და სტუდენტებისგან, რომელმაც ჩამოაყალიბა ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიული ხედვა, შეირჩა აპარატურა სასწავლო სტუდიისთვის. კულტურის სამინისტროს გრანტის საშუალებით გარემონტდა სასწავლო აუდიტორიები, შეიქმნა სტუდიოები, რომელიც აღიჭურვა დიდი მონიტორებით, კომპიუტერებით და განათების ხელსაწყოებით.

  

“ამ პროცესებმა ასახვა ჰპოვა სასწავლო პროცესზე- კინო-ტელე ფაკულტეტს დაემატა ახალი საგნები: ახალი ტექნიკა ტექნოლოგიები, კინო-ტელე მხატვრობა, პროდიუსინგი, მენეჯმენტი და დისტრიბუცია, 3D ანიმაცია, 3D სტერეოსკოპია, გამოსახულების სამეტყველო ენა და სემანტიკა, სპეცკურსი ოპერატორებისათვის ახალი აპარატურის ასათვისებლად,”- აცხადებენ კულტურის სამინისტროში. 

 

უნივერსიტეტს გაუჩნდა საშულება დააფინანსოს საკურსო (500ლ) და სადიპლომო (1500ლ) ნამუშევრები. ეს თანხა საწყისია, რათა სტუდენტმა მოიპოვოს თანადაფინანსება სხვადასხვა წყაროებიდან. დაიწყო დიდი პავილიონისა და ხმის სტუდიის სამშენებლო სამუშაოები. ხმის რეჟისორებისათვის თანამედროვე აპარატურა.

 

“წარმოუდგენელია, როდესაც კინოფაკულტეტს, სადაც იზრდებიან ადამიანები, რომლებიც ქმნან კინოს,არ ჰქონდეს შესაბამისი აპარატურა. ჩვენი კინო არის ძალიან წარმატებული, ჩვენი უნივერსიტეტის კინოფაკულტეტმა მარტო წელს იმდენი პრიზი ჩამოიტანა. ჩვენ გავაკეთეთ ის რომ ჩვენი კინო ფაკულტეტი დაიწყებს ფუნქციონირებას ისე, როგორც ეკადრება ქართულ კინოს,”- განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადილე მანანა ბერიკაშვილმა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიშა მეფარიშვილი