ხელოვნება

თბილისში Modeselektor ჩამოვა

1 ნოემბერი, 2013 • • 1211
თბილისში Modeselektor ჩამოვა

ღონისძიება მთაწმინდის პარკში, კლუბში “Underwheel” გაიმართება. გერმანული ჯგუფის გარდა სცენაზე გამოვლენ Luna9 და Tomma.  კონცერტი 22:00 საათზე დაიწყება. 

 

ბილეთის ფასი 20 ლარია და მისი შეძენა 14 ნოემბრიდან კაფეში “ლეფე” ან მთაწმინდის პარკში იქნება შესაძლებელი. მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებს საბაგირო. 

 

თამარ მილორავას განცხადებით, ღონისძიების ორგანიზატორი “მთვრალი ალბალია,” რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს “Tbilisi Open Air”-თან და “Altervision Group”-თან. 

 

2013 წელს “Modeselektor” “Tbilisi Open Air 2013”-ის ერთ-ერთი მონაწილე იყო, თუმცა დაგვიანების გამო ისინი სცენაზე ვერ გამოვიდნენ. “Altervision Group”-მა განცხადება გაავრცელა, რომ “Modeselektor”  თბილისში კვლავ ჩამოვიდოდა და მათ, ვინც “Tbilisi open Air”-ის ბილეთებს შეინახავდა, კონცერტზე დასრების შესაძლებლობა მიეცემოდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი