კინოხელოვნება

ფანი არდანი თბილისშია [ვიდეო]

24 ოქტომბერი, 2013 • • 1637
ფანი არდანი თბილისშია [ვიდეო]

მსახიობმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მას არასოდეს ყვარებია ქვეყნის ტურისტულად აღმოჩენა და გაცნობა. მას მიაჩნია, რომ მოსახლეობასთან ურთიერთობა არის საუკეთესო გზა ქვეყნის აღმოსაჩენად. 

 

“ცოცხალი ადამიანები უფრო მნიშვნელოვანი არიან, ვიდრე ისტორიული ძეგლები,”- თქვა მან. 

 

ფანი არდანი საქართველოში პირველად ჩამოვიდა საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და ფრანგული ინსტიტუტის მოწვევით. იგი საქართველოში ერთი დღით დარჩება. 

 

პრესკონფერენციის შემდეგ ფრანგი მსახიობი კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას შეხვდა. მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, 15:30 საათზე, ფანი არდანი მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მასტერკლასს გამართავს თემაზე “სამსახიობო ოსტატობა.” 

 

20 საათზე კინოთეატრ “რუსთაველის” მე-5 დარბაზში არდანის რიგით მესამე კინოსარეჟისორო ნამუშევრის, ფილმ “აკვიატებული რითმების” მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი