კინოხელოვნება

“მანდარინების” წარმატება ვარშავის კინოფესტივალზე

21 ოქტომბერი, 2013 • • 1373
“მანდარინების” წარმატება ვარშავის კინოფესტივალზე

ფილმის პრემიერა თბილისში 2013 წლის 17 ოქტომბერს შედგა. მანდარინები” პირველი ქართულ-ესტონური კოპროდუქციაა. ფილმის პროექტმა 2012 წელს საქართველოს კინოცენტრისა და “ევრიმაჟის”- ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდის, ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა. 

 

მანდარინები
მანდარინები

ფილმში მოქმედება აფხაზეთში, ომის დროს ვითარდება. სხვადასხვა ეროვნების, რელიგიური შეხედულებებისა და ურთიერთსაწინააღმდეგო მხარეს მდგომი ადამიანები, ფაქტობრივად, მტრები – ერთმანეთს დაუმეგობრდებიან. ისინი თანდათან ხვდებიან, რომ ერთმანეთთან სამტრო არაფერი აქვთ.

 

ჟიურის დახასიათებით, “ფილმის რეჟისორმა  შეძლო, რომ მოეთხრო უბრალო, მაგრამ შთამბეჭდავი ისტორია იმგვარად, რომ შეექმნა თბილი, სათუთი, ტკბილი და მწარე სამყარო.” ვარშავის კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია 20 ოქტომბერს გაიმართა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი