ხელოვნება

ქართველი სპეციალისტების მეხუთე ვიზიტი იშხანში

21 ოქტომბერი, 2013 • • 1459
ქართველი სპეციალისტების მეხუთე ვიზიტი იშხანში

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე არქიტექტორ-რესტავრატორებთან ერთად იშხნის სარეაბილიტაციო სამუშაობის მიმდინარეობას გაეცნობა.

 

იშხანი
იშხანი

ქართველი სპეციალისტები შეაფასებენ ძეგლზე ფიზიკური სამუშაობის წარმოების ხარისხს და ქართული მხარის მიერ დღემდე გაცემული რეკომენდაციების შედეგს. ქართველი სპეციალისტები თურქ კოლეგებთან ერთად დაგეგმავენ სარეაბილიტაციო სამუშაოების მომდევნო ეტაპებს. 

მერაბ ბოჭოიძე ადგილზე შეხვდება ერზურუმის ვილაიეთის ხელმძღვანელებს და იშხნის მთავარ ტაძარზე ფიზიკური სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგნლებს. 

იშხნის რეაბილიტაცია თურქეთის ხელისუფლებამ 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. ქართველი სპეციალისტები უკვე ოთხჯერ იმყოფედბოდნენ იშხანში თავიანთი მოსაზრებების გასაზიარებლად. 

მასალების გადაბეჭდვის წესი