კინოხელოვნება

პატრის შერო გარდაიცვალა

8 ოქტომბერი, 2013 • 2164
პატრის შერო გარდაიცვალა

პატრის შერომ საერთაშორისო აღიარება 1976 წელს დაიმსახურა, როდესაც მან სცენაზე ვაგნერის საოპერო ტეტრალოგია “ნიბელუნგების ბეჭედი” გერმანიის ქალაქ ბაიორითში, ვაგნერის მიერ დაარსებული ფესტივალის ფარგლებში დადგა. 

 

პატრის შერო 1944 წლის 2 ნოემბერს ლეზინიეში, დასავლეთ საფრანგეთში დაიბადა. მისი მშობლები მხატვრები იყვნენ. შეროს ბავშვობიდნ აინტერესებდა თეატრი და 15 წლის ასაკში თავისი სკოლის თეატრის მენეჯერი გახდა.

 

19 წლის ასაკში, სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტმა უნივერსიტეტის თეატრში ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოები “ინტერვენცია” დადგა. დადგმა იმდენად წარმატებული იყო, რომ შერომ თავი დაანება სწავლას, რათა თავისი თეატრი დაეარსებინა პარიზში. იგი 1970-იან წლებში გერმანიისა და იტალიის თეატრებში მუშაობდა. 

 

პატრის შეროს მრავალ ფილმი აქვს გადაღებული, მათ შორის – “დედოფალი მარგო,” რომელსაც კანის კინოფესტივალზე ჟიურის პრიზი მიანიჭეს, ხოლო 2001 წელს გადაღებულმა ფილმმა “ინტიმი” ბერლინის კინოფესტივალზე “ოქროს დათვი” მოიპოვა. შეროს ფილმებმა – “მისი ძმა”,  “დევნა” დიდი აღიარება მოიპოვეს.

პატრის შერო
პატრის შერო

მასალების გადაბეჭდვის წესი