კინოავანგარდი და პოლიტიკა-სემინარი გოეთეს ინსტიტუტში

30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე გოეთეს ინსტიტუტში გაიმართება კინოსემინარი “კინოავანგარდი და პოლიტიკა. დიალოგი გერმანულ და საბჭოთა კინოავანგარდს შორის შედგება. 

კინოსემინარს თემატური კინოჩვენებებით გერმანელი კინომკვლევარი, პუბლიცისტი და რეჟისორი თომას ტოდე გაუძღვება. თომას ტოდე ჰამბურგელი კინოდოკუმენტალისტიკისა და საბჭოთა კინოავანგარიდს მკვლევარია. იგი ასევე კურატორობს რესტროსპექტივებს, გამოფენებსა და DVD გამოცემებს. 

 

სემინარი ეხება 1920-30-იანი წლების კინოავანგარდის მიზნებსა და პრობლემატიკას. ცენტრალურ ადგილს დაიკავებს საბჭოთა კინოავანგარდის წარმომადგენლების შემოქმედება. განიხილება კინოავანგარდის დამოკიდებულება იმდროინდელ პოლიტიკურ იდეოლოგიასთან. 

 

თომას ტოდე განიხილავს სერგეი ეზენშტეინის, ძიგა ვერტოვის, იორის ივენსის, ბაუჰაუზის, ვალტერ რუტმანის შემოქმედებას. სემინარის მონაწილეები კინოჩვენებზე ნახავენ კრის მარკერის, ჟან-ლუკ გოდარის, ართავაზ პელეშიანის, მიხეილ კალატოზოვის ფილმებს. 

 

სემინარის ფარგლებში აჩვენებენ თომას ტოდესა და მისი კოლეგების 2012 წელს ვენის ტექნიკურ მუზეუმში მოკვლეულ 1930 წელს ავტორიზებულ ხმოვან ფრანგმენტს სერგეი ეზენშტეინის ფილმიდან “ჯავშნოსანი პოტიომკინი.” 

 

სემინარი გოეთეს ინსტიტუტის შენობაში გაიმართება, რომელზე დასწრებაც თავისუფალია. სემინარის პროგრამა იხილეთ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიხეილ მეფარიშვილი