კინოხელოვნება

“გრძელი ნათელი დღეები” ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოების ფინალისტებს შორისაა

22 სექტემბერი, 2013 • 1540
“გრძელი ნათელი დღეები” ევროპის კინოაკადემიის დაჯილდოების ფინალისტებს შორისაა

ევროპის კინოაკადემიის, რომლის რჩეული ფილმების დაჯილდოება წელს, 7 დეკემბერს ბერლინში ჩატარდება, 46 ფინალისტ ფილმს შორის გრძელი ნათელი დღეებიც მოხვდა

 

გრძელი ნათელი დღეები
გრძელი ნათელი დღეები

“ევროპის კინოაკადემიის შერჩეული ფილმები კინოაკადემიის 2013 წლის დაჯილდოებაზე ნომინანტ ფილმებად იქნებიან წარდგენილი. ფილმები 32 ქვეყნიდან ევროპული კინოს მრავალფეროვნებას წარმოაჩენს. შერჩეული ფილმები მოიცავს ჟანრებისა და თემატიკის ფართო სპექტრს კომედიიდან დაწყებული საოჯახო, პოლიტიკური თუ ისტორიული დრამით დამთავრებული,”- ნათქვამია ევროპის კინოაკადემიის განცხადებაში. 

 

46 ფილმს შორისაა პედრო ალმოდოვარის “მე აღგზნებული ვარ”, რომლის პრემიერა თბილისში 6 ივლისს გაიმართა, თურქი კინორეჟისორის იეშიმ უსტაოღლუს ფილმი ” არაფი- სადღაც შუაში”, რომლის არასაკონკურსო ჩვენება ბათუმის საავტორო კინოს მერვე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მოეწყო. 

 

შვედი რეჟისორის გაბრიელა პიშლერის “ჭამა, ძილი, სიკვდილი,” პაოლო სორენტინოს “უდიდესი სილამაზე,” ფრანსუა ოზონის “სახლში”, ჯუზეპე ტორნატორეს “საუკეთესო შეთავაზება”, ჯო რაიტის “ანა კარენინა,” ბერძენი რეჟისორის, ელენა პსიკუს “ანტონის პარასკევას სამუდამო დაბრუნება” ასევე კონკურსის მონაწილე ფილმები არიან.  

 

ფილმი “გრძელი ნათელი დღეები” ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე კანდიდატ ფილმებს შორისაა შერჩეული და ნომინაციის შემთხვევაში საუკეთესო უცხოენოვან ფილმებს შორის წარდგება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი