პოლონურ-ქართული ფილმები ბათუმის ცის ქვეშ [Photo]

ბათუმში, ვროპის მოედანზე ღია ცის ქვეშ მოწყობილ კინოთეატრში რუსუდან გურჩიანის ფილმი “მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს” და პოლონელი რეჟისორის აგნეშკა ჰოლანდის ფილმი “ბნელში” აჩვენეს. 

ჩვენება ღია ცის ქვეშ ბათუმში 22 სექტემბრამდე, ბათუმის კინოფესტივალის დასრულებამდე, გაგრძელდება. ღია კინოთეტარის ეკრანები პოლონეთის საელჩოს პროგრამის, “პოლონეთი საქართველოსთვის, საქართველო პოლონეთისთვის” ფარგლებში იმართება.

 

ბათუმში ჩამოსვლამდე ჩვენებები მოეწყო ქუთაისში, 100 საფეხურთან, ხოლო სექტემბრის ბოლოსათვის თბილისში, რიყის პარკში გაიმართება. ფილმების ჩენება 20:30 იწყება. 

ღია ცის ქვეშ კინოთეატრი ბათუმში
ღია ცის ქვეშ კინოთეატრი ბათუმში

ღია ცის ქვეშ კინოთეატრი ბათუმში
ღია ცის ქვეშ კინოთეატრი ბათუმში

ღია ცის ქვეშ კინოთეატრი ბათუმში
ღია ცის ქვეშ კინოთეატრი ბათუმში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მიხეილ მეფარიშვილი