ხელოვნება

“Tbilisi Newcomers 2013”-ის კონცერტი 4 ოქტომბერს გაიმართება

9 სექტემბერი, 2013 • 1486
“Tbilisi Newcomers 2013”-ის კონცერტი 4 ოქტომბერს გაიმართება

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ დაინიშნება შესარჩევი კონკურსი. მასში მონაწილეობა იმ ბენდებს შეეძლებათ, რომლებსაც ახალი მუსიკალური პროექტი აქვთ. 

 

“Altervision Group”-იდან “ნეტგაზეთს” გაუცხადეს, რომ “შოუ ქეისის” ჩატარების თარიღი ჯერ არაა ცნობილი. შესარჩევი კონკურსი სავარაუდოდ რამდენიმე დღეს გაგრძელდება და იგი მონაწილე ბენდების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. 

 

“შოუ ქეისზე” ბენდები “Altervision Grup”-ის პროდუსერების წინ წარსდგებიან. მეორე ეტაპზე გადასული ბენდები 4 ოქტომბერს დაგეგმილ კონცერტზე გამოვლენ. კონცერტის ჩატარების ადგილმდებარეობა ჯერ დაზუსტებული არ არის.

 

წელს ერთ ნომინაციაში გამარჯვებულს გამოავლენენ. გამარჯვებული მიიღებს საფრომოუშენო მასალას- სტუდიაში ჩაწერილ აუდიო- ტრეკსა და ვიდეოკლიპს. გამარჯვებული ბენდი “Tbilisi Open Air 2014”-ის სცენაზე წარსდგება. 

Tbilisi newcomers 2013
Tbilisi newcomers 2013

მასალების გადაბეჭდვის წესი