ხელოვნება

“FAITHLESS”-ის კონცერტი 20 სექტემბერს გაიმართება

4 სექტემბერი, 2013 • 1424
“FAITHLESS”-ის კონცერტი 20 სექტემბერს გაიმართება

Faithless/ფოტო:www.faithless.co.uk
Faithless/ფოტო:www.faithless.co.uk

ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, “FAITHLESS”, ბათუმში გამართული ღონისძების მთავარი გამომსვლელი, თბილისში, ლისის ტბის სიახლოვეს, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე გამართავს კონცერტს. 

 

20 სექტემბერს, ისევე როგორც 24 აგვისტოს დაგეგმილ კონცერტზე, “FAITHLESS”-ის გარდა, ქართველი არტისტებიც -VAKO KEY & VAKO T; MAO & THE MINS; GIO SHENGELIA & SIKHA გამოვლენ სცენაზე.

 

24 აგვისტოს “BATUMI SUMMER SET 2013”-ის ბოლო დღე ძლიერი შტორმული ქარის და წვიმის გამო ჩაიშალა.

“ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია „მთვრალი ალუბალი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფესტივალი, ინფრასტრუქტურის მხრივ, მზად იყო წვიმისთვის, რაც ფესტივალზე მოსულმა სტუმრებმა თავადაც ნახეს. თუმცა 24 აგვისტოს მომხდარი ინციდენტი ფორსმაჟორი იყო. საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი დოკუმენტურად ადასტურებს, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე იყო ძლიერი წვიმა და შტორმული ქარი,”- ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში. 

კონცერტზე დასწრება თბილისში 35 ლარი ღირს. ბილეთები 10 სექტემბრიდან ფილარმონიის სალაროებში გაიყიდება. ხოლო ისინი, ვინც აგვისტოში ვერ დაესწრენენ კონცერტს, ბილეთის ან აბონემენტის შენახვის შემთხვევაში დაესწრებიან კონცერტს. ბილეთის დაბრუნება მსურველებს 10 სექტემბრიდან თბილისის ფილარმონიის სალაროებში შეეძლებათ.

Faithless/ფოტო:www.faithless.co.uk
Faithless/ფოტო:www.faithless.co.uk

მასალების გადაბეჭდვის წესი