ხელოვნება

გურანდა გაბუნიას “ხელოვნების ქურუმის” წოდება მიენიჭა

1 თებერვალი, 2018 • 5161
გურანდა გაბუნიას “ხელოვნების ქურუმის” წოდება მიენიჭა

სასცენო მოღვაწეობის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მსახიობი გურანდა გაბუნია “ხელოვნების ქურუმის” წოდებით დააჯილდოვა.

31 იანვარს მარჯანიშვილის თეატრში გურანდა გაბუნიას პატივსაცემად დაიდგა სპექტაკლი “წმინდა ურჩხულები”, სადაც მთავარი როლი სწორედ მან შეასრულა. გიორგაძემ გაბუნიას ჯილდო სპექტაკლის დასრულების შემდეგ გადასცა.

ჟან კოკტოს ცნობილი პიესის, “წმინდა ურჩხულების” მიხედვით სპექტაკლი ლევან წულაძემ დადგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი