კინოხელოვნება

სამი ქართული ფილმიდან ერთი “ოსკარზე” კანდიდატ ფილმად გაიგზავნება

30 აგვისტო, 2013 • 1262
სამი ქართული ფილმიდან ერთი  “ოსკარზე” კანდიდატ ფილმად გაიგზავნება

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიაზე წარსადგენ კანდიდატ ფილმებს შორის ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის “გრძელი ნათელი დღეები,” თინა გურჩიანის “მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს”, გიორგი მეგრელიშვილის ფილმი “იბრძოლე” არის. 

 

კინოცენტრის ინფორმაციით, კინოთეატრ “ამირანში” კომისია შეიკრიბება და იგი გადაწყვეტს, რომელი ფილმი უნდა წარადგინონ საქართველოდან კანდიდატ ფილმებს შორის. კომისია 17- წევრიანია, რომელშიც რეჟისორები, პროდუსერები, სცენარისტები შედიან. კომისიის წევრებს შორის ქეთი დოლიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ნანა ჯანელიძე არიან. 

 

შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ რეჟისროს ჰქონდა, რომლის ფილმიც 2012 წლის 31 ოქტომბრიდან 2013 წლის 30 სექტემბრამდე იყო ან იქნება ერთი კვირის განმავლობაში კინოთეატრებში ნაჩვენები. ასევე, ამ ფილმებს უნდა ჰქონდეთ თრეილერი, აფიშა და სათეატრო პრემიერამდე ტელევიზიით ან ინტერნეტით ნაჩვენები არ უნდა იყოს.

 

ამერიკის კინოაკადემიის “ოსკარით” დაჯილდოების ცერემონია ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად იმართება. კინოაკადემიის 86-ე დაჯილდება 2 მარტს გაიმართება. კინოაკადემიამ საქართველოს ეროვნულ კინოცენტრს კანდიდატი ფილმის შესარჩევად თხოვნით აგვისტოში მიმართა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი