ხელოვნება

ქართველი სპეციალისტების მეოთხე ვიზიტი იშხანში

27 აგვისტო, 2013 • 1361
ქართველი სპეციალისტების მეოთხე ვიზიტი იშხანში

“დელეგაცია თბილისიდან საგანგებოდ თურქ კოლეგებთან შესახვედრად მიემგზავრება, რომლებიც იშხნის სარეაბილიტაციო პროექტის ავტორები არიან და ხვალ იშხანში სტამბოლიდან ჩავლენ. კოლეგები ერთად განიხილავენ პროექტის შემდგომი ეტაპის განხორციელებისთვის საჭირო საუკეთესო  ტექნიკურ-კონსტრუქციულ ვარიანტებს,”- ნათქვამია კულტურის სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში. 

ქართველი სპეციალიტების დელეგაციის შემადგენლობაში ნიკო ზაზუნიშვილი და ზურაბ ჯიბლაძე არიან. მათ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე ხელმძღვანელობს.

 

კულტურის სამინისტროს განცხადებით, თურქეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და კულტურის მინისტრის ომერ ჩელიკისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას სიტყვიერი მოლაპარაკების საფუძველზე, 27-28 აგვისტოს, იშხანზე მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნობა ქართველ ექსპერტთა სამკაციანი ჯგუფი.

 

იშხნის რეაბილიტაცია თურქეთის ხელისუფლებამ 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. ქართულ მხარეს სჭირდება ჩარჩო–დოკუმენტი, რომლის ძალითაც უფრო ეფექტურად შეძლებს აღდგენით სამუშაოებში ჩართვას. კულტურის სამინისტროს განცხადებით, დოკუმენტი პრეზიდენტის ხელმოწერას ელოდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ხელმოსაწერ დოკუმენტში გათვალისწინებულ განახლებულ რაბათის ციხესთან დაკავშირებულ შენიშვნებს არ ეთანხმება და ხელს არ აწერს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი