კინოხელოვნება

კვატაშიძის “ჩეჩნეთის გზაჯვარედინმა” ლოკარნოში პრიზი მიიღო

15 აგვისტო, 2013 • 1636
კვატაშიძის “ჩეჩნეთის გზაჯვარედინმა” ლოკარნოში პრიზი მიიღო

ალექსანდრე კვატაშიძის დოკუმენტური ფილმი, რომლის გადაღების დასრულება 2014 წელსაა დაგეგმილი,  “ჩეჩნეთის გზაჯვარედინი” ომში მონაწილე 6 ფოტოგრაფის ისტორიას ასახავს. პროექტმა 12 500 დოლარი (Open Doors Production Award) და  8,000 დოლარი (Arte Open Doors Award) ფრანგული მაუწყებლისგან უკვე მიიღო. საქართველოს ეროვნული კინოცენტრისგან გრანტის სახით 20 ათასი ევრო მიიღო.

 

1999 წელს კვატაშიძემ გადაკვეთა კავკასიონის ქედი და ჩავიდა ჩეჩნეთში, სადაც ომის გაშუქება და ფრანგი ფოტოგრაფი ქალის მოხიბვლა სურდა, რომელზეც შეყვარებული იყო, განაცხადა ქართველმა ფოტოგრაფმა ლოკარნოში.

 

“ჩეჩნეთის გზაჯვარედინი” იმ 6 ფოტოგრაფის შესახებაა, ვისაც კვატაშაძე ჩეჩნეთში შეხვდა. დოკუმენტური ფილმი საქართველოში, სტუდია “ლოკოკინაში” იქმნება.

 

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 7-17 აგვისტოს იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი