კინოხელოვნება

თბილისი გათენებიდან დაღამებამდე

1 ივლისი, 2013 • • 1502
თბილისი გათენებიდან დაღამებამდე

საქართველოს პოლონეთის ქალაქ ლოძის კინოსკოლის პროფესორები ეწვივნენ პროექტით – „სამყარო გათენებიდან დაღამებამდე“, რომლის შედეგადაც შეიქმნება ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი ”თბილისი გათენებიდან დაღამებამდე”.  

ვორქშოფის ”WORLD FROM DAWN TILL DUSK”-ის ფარგლებში დაგეგმილი მასტერკლასების ციკლის პირველი შეხვედრა დღეს უკვე გაიმართა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინო-ტელეფაკულტეტის სტუდენტებისთვის.  სამკვირიანი  სასწავლო პროგრამა ასევე მოიცავს კინოგადაღებას.

 

შეიქმნება სამ ან ორკაციანი ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა იდეებს მიაწოდებენ პროექტის ხელმძღვანელებს, მსჯელობის შემდეგ კი  მათი მიერ დანახული თბილისის შესახებ 4- წუთიან ფილმს გადაიღებენ.  ეს მოკლე ფილმები გაერთიანდება და, საბოლოო ჯამში, ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი შეიქმნება. დღევანდელ შეხვედრაზე სტუდენტებმა რამდენიმე საინტერესო იდეა უკვე შესთავაზეს ლოძის სკოლის პროფესორებს,  რომელზეც მომავალი სამი კვირის განმავლობაში იმუშავებენ, შემდეგ კი დაამონტაჟებენ. ფილმის წარდგენა წლის ბოლოს, დეკემბერში არის დაგეგმილი.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, სტუნდეტებს ჩაუტარდებათ მასტერკლასები ტექნიკურ საკითხებშიც, ასევე გაეცნობიან გადაღების და წარმოების მეთოდებს.

 

საქართველოს მხრიდან პროექტის ხელმძღვანელმა, ოთარ ლითანიშვილმა განაცხადა, პროექტი ნებაყოფლობითია და მხოლოდ დაინტერესებული სტუნდენტები მონაწილეობენ:

 

”ეს პროექტი ძალიან სასარგებლოა ჩვენი სტუნდენტებისთვის, სასარგებლოა ასეთ გამოცდილ კინომატოგრაფისტებთან ურთიერთობა და მუშაობა, რომლებიც უხსნიან და უზიარებენ მათ სერიოზული გამოცდილებას. გარდა ამისა, ეს არის რაღაცა სახით გასვლა საერთაშორისო არენაზეც, სტუნდენტები უნდა ჩავიდნენ ლოძში, ბრიუსელში. ყველა ამ კომპონენტის ერთად თავმოყრით ძალიან სასარგებლო ერთი წლის მოღვაწეობა გამოდის”, –  აცხადებს ოთარ ლითანიშვილი.

 

ვორქშოფი სტუდენტებისთვთვის თბილისში კიდევ სამი კვირა გაგრძელდება. შეხვედრები კი ყოველდღე გაიმართება. როგორც პროექტის ხელმღვანელი, პაველ ლოზინსკი იუწყება, ამ ღონისძიების სხვა ქვეყნებშიც ჩატარებაც იგეგმება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი