კინოხელოვნება

გიორგი აბაშიშვილის ორი ფილმის პრემიერა ერთ დღეს

1 ივლისი, 2013 • 1530
გიორგი აბაშიშვილის ორი ფილმის პრემიერა ერთ დღეს

გერმანიაში მოღვაწე ქართველი რეჟისორის გიორგი აბაშიშვილის ფილმს მხოლოდ შენთვის ლიტვის დოკუმენტური და ანთროპოლოგიური ფილმების ოცდამეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი პარნუ მასპინძლებს. ფილმის პრემიერა 4 ივლისს გაიმართება.

 

ფილმი “მხოლოდ შენთვის” გერმანიაში უკვე რამდენჯერმე აჩვენეს. ფილმში ქართველი მსახიობები– გერმანიაში მოღვაწე გიტარისტი ტარიელ სუარი და მსახიობი მანჩო ხოსროშვილი მონაწილეობენ.

 

გიორგი აბაშიშვილის ერთ–ერთი ბოლო ნამუშევრის გერმანულ/ქართული კოპროდუქციის “ყველაფერი ადამიანების შესახებ” პრეზენტაცია იმავე დღეს, 4 ივლისს ქალაქ კასელში იმართება. ამის გამო პარნუს კინოფესტივალზე მხოლოდ მსახიობები, ტარიელ სუარი და მანჩო ხოსროშვილი, გაემგზავრებიან.

 

პარნუს კინოფესტივალი 1–21 ივლისს იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი