კინოხელოვნება

“გრძელი ნათელი დღეები” კარლოვი ვარის კინოფესტივალის არასაკონკურსო პროგრამაში

18 ივნისი, 2013 • 1322
“გრძელი ნათელი დღეები” კარლოვი ვარის კინოფესტივალის არასაკონკურსო პროგრამაში

ფილმების ჩვენებას ორგანიზაცია “ევროპული ფილმების განვითარება” კარლოვი ვარის საერთაშორისო ფილმის ფესტივალთან თანამშრომლობით უწევს ორგანიზებას. პროექტი სახელწოდებით “მრავალფეროვნების ათი ევროპელი რეჟისორი, რომელიც უნდა ნახო” 30 ივნისს და 1 ივლისს კარლოვი ვარის კინოფესტივალზე გაიმართება. პროექტის ფარგლებში ათი ევროპელი რეჟისორის ფილმს აჩვენებნ, აუდიტორიას თვითონ რეჟისორებიც შეხვდებიან.

 

“კარლოვი ვარის” კინოფესტივალში შერჩეული ათი ევროპელი რეჟისორი წარმოაჩენს იმ მრავაფეროვნებას, რომლის შემოთავაზება თანამედროვე ევროპულ კინოს შეუძლია,”–წერია ევროპილი ფილმის განვითარების საიტზე გამოქვეყებულ სტატიაში.

 

“როგორც ყოველთვის, შერჩევის დროს ყურადღება მივაქციეთ იმას, რომ ასახული ყოფილიყო ის ჟანრობრივი მრავალფეროვნება, რომელშიც ევროპელი რეჟისორები მუშაობენ. ჩვენ ვნახავთ ისტორიებს ასაკობრივ თემაზე, ოჯახური დრამას (დოკუმენტურს) მუსიკით, თრილერს, შავ კომედიას”– განაცხადა ალისა სიმონმა,  კავშირის წევრმა.

 

შერჩეულ ფილმებს შორის არის: ფელიქს ვან გრონინგენის “ოჯახური დრამა” Broken Circle Breakdown (ბელგია), გაბრიელა პიშლერის ფილმი “ჭამე, იძინე, მოკვდი შვედეთში” ემიგრირებული ახალგაზრდის პრობლემებზეა. ელინა ფსიქოუს ანტონის პარასკევასის სამუდამო დაბრუნება, ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმი გრძელი ნათელი დღეები, მიქიელ ტენ ჰორნის ევა ვან ენდის ქალწულობის დაკარგვა, რომელიც ფუნქციადაკარგული ნიდერლანდული ოჯახის სატირულ კრიტიკას წარმოადგენს, პოლონელი ვოიტეკ სმარჟოვსკი, რომელმაც შექმნა კრიმინალური თრილერი ” Traffic Department“, ემილ კრისტოვის ქამელეონის ფერი, რომელიც კომუნისტურ აბსურდს ეხება.

 

ელისა ფუსის ნინა მაყურებელს უფრო მსუბუქ ამბავს, ახალგაზრდა ქალის რომში გატარებული ზაფხულის ისტორიას აღწერს. მიკა რონკაინენის ფინური სისხლის შვედური გული, დოკუმენტური ფილმია, რომელიც ფინეთიდან შვედეთში ემიგრირებას ეხება. ნოარ რუთაუგი ნორვეგიის წარსულს ექშენით გაქცევა უბრუნდება.

ღონისძიების მხარდამჭერები ევროპის კავშირის მედიაპროგრამა და “ევროპული ფილმების განვითარების” ათი დამფუძნებელი ორგანიზაცია არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი