კინოხელოვნება

გიგა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა

13 ივნისი, 2013 • 2665
გიგა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა

კულტურის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორი დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა და საავადმყოფოში იყო მოთავსებული.

გიგა ლორთქიფანიძე 1927 წლის 19 ოქტომბერს თბილისში დაიბადა. სწავლობდა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 1950 წელს დაამთვარა მოსკოვის ა.ლუნაჩარსკის სახელობის თეატრისა და ხელოვნების ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. სადიპლომო სპექტაკლი დადგა ვილნიუსის რუსულ დრამატულ თეატრში.

გიგა ლორთქიფანიძე 1952-54, 1957-63, 1963-67, 1976-80 წლებში იყო კ. მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1999-2000 წლებში იყო შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი.

გიგა ლორთქიფანიძე იყო საქართველოს პარლამენტის დეპუტატი 1992-95 წლებში. მიღებული აქვს საქართველოს და სსრ კავშირის სახალხო არტისტის წოდება, იყო „შრომის წითელი დროშის“ და „საპატიო ნიშნის“ სამი ორდენის კავალერი, სსრ კავშირის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1981), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1995). კ. მარჯანიშვილის სახელობის პრემიების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი.

 

1985 წელს გიგა ლორთქიფანიძეს მრავალსერიანი მხატვრული ფილმის „წიგნი ფიცისა“ შექმნისათვის მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით 1996 წელს. მინიჭებული აქვს სხვა სახელმწიფო ჯილდოები. თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება 1996 წელს მიენიჭა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი