კინოხელოვნება

ქართული კინოს წარმატება „ამირანის“ სტუდენტურ ფესტივალზე [ფოტო]

8 ივნისი, 2013 • • 1331
ქართული კინოს წარმატება „ამირანის“ სტუდენტურ ფესტივალზე [ფოტო]

ოთხი მთავარი ნომინაციიდან ორი ქართულმა ნამუშევარმა აიღო: საუკეთესო დოკუმენტური ფილმი ზაზა ნოზაძის „მერაბ დათუკიშვილი“ გახდა, ხოლო ჟიურის სპეციალური პრიზის მფლობელი ზურა დემეტრაშვილი ფილმისთვის „გზაგასაყარი“.  

 

ფესტივალი დადებითად შეაფასეს საერთაშორისო ჟიურის წევრებმა ნეტგაზეთთან საუბრისას. „ძალიან მომეწონა ქართული ფილმები. განსაკუთრებით დოკუმენტურები მინდა აღვნიშნო.  კარგია, ფესტივალში სტუდენტები რომ არიან ჩართული და ისინი სხვადასხვა ქვეყნებიდანაც ჩამოდიან.“ ამბობს პოლონელი ლესზეკ დავიდი.

 

საკონკურსო პროგრამიდან ქართულ ფილმებს გამოარჩევს კლაუდია მესემერიც და ამბობს: „ქართველებს წარმოსახვის არაჩვეულებრივი უნარი აქვთ, ფილმები დადებითია. კარგი ნამუშევრებია და მე ისინი ძალინ მომწონს”.

 

საერთაშორისო ჟიურის გარდა ფესტივალს  სტუდენტებისგან შემდგარი ჟიურიც ჰყავდა. გამარჯვებული მათაც გამოავლინეს.

პრიზები:

 

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური მხატვრული ფილმისთვის: The Swing of the Coffin Maker _ Elmar Imanov (GERMANY)

 

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი სტუდენტური დოკუმენტური ფილმისთვის: „მერაბ დათუკიშვილი“ _ ზაზა ნოზაძე (საქართველო)

 

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური / ექსპერიმენტალური ფილმითვის: Rabbit and Deer _ Peter Vacz (HUNGARY)

 

ჟიურის სპეციალური პრიზი _ „გზაგასაყარი“ _ ზურა დემეტრაშვილი (საქართველო);  Rae _ Emmanuelle Nicot (BELGIUM) 

 

სტუდენტური ჟიურის პრიზი  _ „ყველაზე ძვირფასი“ _ სოსო ბლიაძე (საქართველო)

 

სპეციალური აღნიშვნა _ „ყველაზე ძვირფასი _ სოსო ბლიაძე (საქართველო), Budke (Guard Hut) _Gideon Latzman (ISRAEL), Sunday Morning _ Brian O’Toole (UK),  KIGO _ Izumi Yoshida (POLAND)

 

დიპლომები:

 

საუკეთესო ხმოვანი რიგისთვის : White Flies _ Dana Ageleuova and Vassiliy Dergachyov (KAZAKHSTAN)

 

საუკეთესო ოპერატორული  ნამუშევარი: „თითქოს ზღა იყო“ _ ლევან სიხარულიძე (საქართველო)

 

საუკეთესო მონტაჟისათვის _ Heavy Duty _  Nir Saar and Maya Sarfaty (ISRAEL)

 

საუკეთესო რეჟისურისათვის_ Last Call _ Kaur Kokk (ESTONIA)

 

სტუდენტური კინოფესტივალი
სტუდენტური კინოფესტივალი

სტუდენტური კინოფესტივალი
სტუდენტური კინოფესტივალი

სტუდენტური კინოფესტივალი
სტუდენტური კინოფესტივალი

სტუდენტური კინოფესტივალი
სტუდენტური კინოფესტივალი

სტუდენტური კინოფესტივალი
სტუდენტური კინოფესტივალი

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი