კინოხელოვნება

ჯიმ ჯარმუშის ახალი ფილმი კანის საკონკურსო სექციას დაემატა

29 აპრილი, 2013 • • 1830
ჯიმ ჯარმუშის ახალი ფილმი კანის საკონკურსო სექციას დაემატა

გასულ კვირას გამოცხადებულ კანის კინოფესტივალის მთავარი კონკურსის მონაწილეთა სიას ჯიმ ჯარმუშის ახალი ფილმი, Only Lovers Left Alive შეემატა.

Only Lovers Left Alive
Only Lovers Left Alive

 

რომანტიკული დრამა სახელწოდებით “მხოლოდ საყვარლები გადარჩნენ” ვამპირების, ადამისა (ტომ ჰიდლსტონი) მისი ენიგმატური საყვარლის ევას (ტილდა სვინტონი) ისტორიაა, რომელიც საუკუნეების მანძილზე, სხვადასხვა ქვეყანაში ვითარდება. ახალგაზრდა ავსტრიელი ვარსკვლავი მია ვასიკოვსკა კი ევას ახალგაზრდა ექსცენტრიული დის, ავას როლს ასრულებს, რომელიც ადამისა და ევას საუკუნებრივ სასიყვარულო იდილიას დანგრევით ემუქრება.

 

“ეს სასიყვარულო ისტორიაა, ამბავი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის მთელს სინაზესა და სურთულეებზე” – ამბობს ერთ–ერთ ინტერვიუში ადამის როლის შემსრულებელი, ტომ ჰიდლსტონი.

 

ფილმის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი და გადასაღები მოედნიდან ფილმის ერთადერთი კადრის გარდა ჯერ–ჯერობით არაფერი ვრცელდება. გადაღებები 2012 წლის ივნისში დაიწყო და დეტროიტში, მოროკოში, ჰამბურგსა და კიოლნში მიმდინარეობდა.

 

ფილმის პრემიერას კანში ელოდნენ, თუმცა დადასტურებული ინფორმაცია ჯარმუშის სურათის საკონკურსო სექციაში მოხვედრის შესახებ კანის ადმინისტრაციამ დაგვიანებით, კონკურსანტების სიის გამოცხადებიდან 1 კვირის შემდეგ გაავრცელა.

 

ჯარმუში უკანასკნელად კანში 2005 წელს იყო წარმოდგენილი ფილმით, “Broken Flowers”, რომელიც ფესტივალის გრან პრის მფლობელი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი