ხელოვნება

ოდიშარია: რაბათის დათვალიერებისას თავი ჰოლივუდის გადასაღებ მოედანზე მეგონა

24 აპრილი, 2013 • • 1066
ოდიშარია: რაბათის დათვალიერებისას თავი ჰოლივუდის გადასაღებ მოედანზე მეგონა

კითხვაზე, თუ როდის დაიწყება რაბათის კომპლექსზე სამუშაოები მეჩეთის გადახურვისა და ცხაურების შეცვლის მიზნით, კულტურის მინისტრი ხარვეზების გამოსწორების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა სამუშაოების დაწყების თარიღს არ ასახელებს.

 

მინისტრმა რაბათის კომპლექსთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში გამართული დისკუსია გაიხსენა და ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის განცხადებას რაბათის გადასარჩენად ბრძოლის შესახებ “ქარის წისქვილთან ბრძოლა” უწოდა. კომპლექსის რეაბილიტაციაში ცვლილებების შეტანის  ინიციატივას კი “მოკრძალებულად” აფასებს და ამბობს, რომ კულტურის სამინისტრო არაფრის დანგრევის ინიციატივით არ გამოსულა. მათ უბრალოდ “გადაპრანჭული ცხაურების”  შეცვლა სურდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი