კინოხელოვნება

“წმინდა მთის” ავტორი ახალი ფილმით კანში

25 აპრილი, 2013 • • 2475
“წმინდა მთის” ავტორი ახალი ფილმით კანში

სურათი ესპანურენოვანია, მისი მოქმედება ჩილეში ვითარდება და ანოტაციის თანახმად, რეჟისორის ბავშვობას აღწერს.

ალეხანდრო ხოდოროვსკი – რეალობის ცეკვა
ალეხანდრო ხოდოროვსკი – რეალობის ცეკვა

ხოდოროვსკიმ ფილმისთვის ფინანსების მოზიდვის კამპანია 2011 წლის მიწურულს დაიწყო.

“ძვირფასო მეგობრებო, მინდა გთხოვოთ მონაწილეობა მიიღოთ  ჩემი მომდევნო ფილმის, “რეალობის ცეკვის” დაფინანსებაში, რომელშიც მე შევეცდები, ჩილეს პატარა ქალაქ ტოკოპილაში გატარებული ჩემი ბავშვობა მაგიური და პოეტური ხერხებით აღvწერო” – მიმართავს youtube–ის საშუალებით რეჟისორი თაყვანისმცემლებს – “ეს შემოწირულობები შესაძლებელს გახდის ფილმის გადაღებების დასრულებას კინოინდუსტრიისაგან დამოუკიდებლად”.

Indiewire – ის ცნობით, კანში შედგება ხოდოროვსკის შესახებ გადაღებული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური სურათის პრემიერაც. Jodorowsky’s Dune (რეჟ: ფრენკ პავიჩი) არშემდგარი ფილმის პროექტის ისტორიაა, რომელიც ფრენკ ჰებერტის ეპიკური სამეცნიერო–ფანტასტიკის,“Dune”–ის ეკრანიზაცია უნდა ყოფილიყო.

ცნობილია, რომ წელს სექციას La Quinzaine des Réalisateurs არის ფოლმანის (რეჟისორი ფილმისა “ვალსი ბაშირთან”) ახალი ნამუშევარი “კონგრესი” გახსნის.

“რეჟისორების ორკვირეულის” პროგრამა მხატვრულ და  სრულმეტრაჟიან ფილმებს აერთიანებს. სექცია კანში 1969 წლიდან არსებობს და ფრანგი რეჟისორების გილდიამ 1968 წლის მაისის მოვლენების შემდეგ დააარსა, როდესაც კანის ფესტივალი გაფიცულებისადმი სოლიდარობის ნიშნად არ ჩატარდა.

კანის კინოფესტივალის სხვა სექციებისგან განსხვავებით, “რეჟისორების ორკვირეულში” კონკურსი არ არის. სხვადასხვა დროს ამ სექციაში ვერნერ ჰერცოგის, რაინერ ვერნერ ფასბინდერის, ნაგისა ოშიმას, ჯორჯ ლუკასის, მარტინ სკორსეზეს, კენ ლოუჩის, ჯიმ ჯარმუშის, მიხაელ ჰანეკესა და სხვათა ფილმები იყო წარმოდგენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი