კინოხელოვნება

ლარს ფონ ტრიერს შეუძლია კანში დაბრუნდეს

22 აპრილი, 2013 • • 2259
ლარს ფონ ტრიერს შეუძლია კანში დაბრუნდეს

როგორც ფესტივალის აღმასრულებელმა ტიერი ფრემომ კანის ფესტივალის ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა: “ტრიერი “პერსონა ნონ გრატად” 2011 წლის ფესტივალზე გამოცხადდა. რაც ნიშნავს, რომ “ნონ გრატად” გამოცხადდა 2011 წლის ფესტივალის განმავლობაში და  არა სამუდამოდ”.

ტრიერი არასასურველი პერსონა კანში “მელანქოლიასთან” დაკავშირებით გამართული პრეს–კონფერენციის შემდეგ გამოცხადდა, რომელზეც რეჟისორმა საკუთარ თავს ნაცისტი უწოდა და თქვა, რომ “ჰიტლერის ესმის”.

მიუხედავად იმისა, რომ ტრიერმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ უბრალოდ ხუმრობდა, ფესტივალმა მაშინ შემდეგი განცხადება გაავრცელა: “ფესტივალის ხელმძღვანელობა ამ კომენტარებს მკაცრად გმობს და ლარს ფონ ტრიერს კანის ფესტივალზე “პერსონა ნონ გრატად” აცხადებს, რაც ძალაში დაუყოვნებლივ შედის”.

ამის შემდეგ ფესტივალს ტრიერზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა, როგორც ჩანს, სასჯელს ვადა გაუვიდა.

რაც შეეხება ტრიერის ახალ ფილმს “ნიმფომანიაკი”, მისი დასრულება კანის ფესტივალისთვის ვერ მოესწრო და ამის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ გახდა. თუმცა საუბარი გრძელდებოდა იმის შესახებ, მიიღებდნენ თუ არა თავად დანიელ რეჟისორს კანში.

“ჩვენ მისი ფილმი არ გვინახავს, რადგან ის დასრულებული არ იყო. როდესაც ფილმს კანის ფესტივალისთვის დროულად დაასრულებს, ჩვენ მასთან ვისაუბრებთ” – აცხადებს ფრემო.

როგორც ტრიერთან დაახლოებული ერთ–ერთი წყარო ScreenDaily–სთან საუბარში აცხადებს: “აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მიიღებდნენ. არა მგონია, ეს პრობლემა იყოს. სიგნალები, რომელთაც კანიდან ვიღებთ, ყოველთვის იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ლარსს აღმერთებენ. ლარსი და კანი ერთმენეთისთვის არიან შექმნილი. სამუდამოდ რომ გამოეძევებინათ, რაღაც უარესი უნდა გაეკეთებინა. კანში ეძებენ კარგ და სკანდალურ ფილმებს”.
ლარს ფონ ტრიერი. კანი 2011
ლარს ფონ ტრიერი. კანი 2011

მასალების გადაბეჭდვის წესი