კინოხელოვნება

ვისბადენის ფესტივალზე ქართულმა ფილმმა და ორმა ქართულმა პროექტმა გაიმარჯვა

17 აპრილი, 2013 • • 1243
ვისბადენის ფესტივალზე ქართულმა ფილმმა და ორმა ქართულმა პროექტმა გაიმარჯვა

ქართულ–გერმანული კოპროდუქციის წარმატებას ვისბადებში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კინოფესტივალზე წინ უძღვოდა მნიშვნელოვანი გამარჯვებები ბერლინისა და ჰონგკონგის ფესტივალებზე. ფილმი, რომელიც თბილისში 90-იანი წლების მძიმე ფონზე ორი თინეიჯერი გოგონას ცხოვრებას ასახავს, ეროვნული კინოცენტრის ცნობით, საფესტივალო ცხოვრებას აგრძელებს.

 

გარდა ამისა, ვისბადენის კინოფესტივალზე ორი გამარჯვებული ქართული კინოპროექტიც გამოვლინდა, რომლებიც რობერტ ბოშის ფონდის 2013 წლის პროგრამაში – კოპროდუქციის პრიზზე იყო ნომინირებული.

 

Robert Bosch Schtiftung Prize-ით დათო კიკნაველიძისა და ლელა აქიაშვილის ანიმაციური ფილმის პროექტი “ჯინო” და სალომე ჯაშის ფილმის პროექტი სამუშაო სათაურით “სადგური” დაჯილდოვდა. თითოეული პროექტის ავტორი ფილმის გადასაღებად ბოშის ფონდისგან 70 000 ევროს მიიღებს.

 

დათო კიკნაველიძის შემოქმედებით გუნდს 2012 წელს ეროვნული კინოცენტრისა და რობერტ ბოშის ფონდის მიერ ორგანიზებული უორქშოფის (Project Market Tbilisi) შედეგად სამი გერმანელი წევრი შეუერთდა – კოპროდიუსერი, ხმის რეჟისორი და კომპოზიტორი – რობერტ ბოშის ფონდს პროექტი მათ უკვე ერთობლივი მუშაობის შედეგად წარუდგინეს.

 

 

რობერტ ბოშის კოპროდუქციის პროექტი ქართული განაცხადებისათვის 2011 წელს ფონდის წარმომადგენლებს და ეროვნულ კინოცენტრს შორის წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად გაიხსნა.

 

 

რობერტ ბოშის ფონდი ეროვნული კინოცენტრითან ერთად იყო 2011-2012 წლებში  საქართველოში გამართული ინდუსტრიული შეხვედრების ორგანიზატორიც, რომლის ფარგლებშიც გერმანელმა ექსპერტებმა, ტრენერებმა და პროდიუსერებმა ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებისთვის ტრეინინგი ჩაატარეს.

 

 

პროექტში ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი კინემატოგრაფისტები მონაწილეობდნენ და კინოპროექტის ევროპული სტანდარტებით განვითარებას შეეხებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი