კინოხელოვნება

ოდრი ტოტუს როლი კანში

15 აპრილი, 2013 • • 1568
ოდრი ტოტუს როლი კანში

ოდრი ტოტუ. კანი 2012
ოდრი ტოტუ. კანი 2012

ტოტუს, რომელიც ახლა შანელის სახეა, მსოფლიო პოპულარობა  ჟან–პიერ ჟენეს “ამელიმ” მოუტანა. ოდრი ამ როლზე მას შემდეგ დამტკიცდა, რაც ბრიტანელი მსახიობი ემილი უოტსონი, რომელსაც ეს როლი უნდა შეესრულებინა, მოულოდნელად პროექტს გამოეთიშა.

მსახიობს, რომელსაც 2000 წლიდან მოყოლებული “ამელის” იმიჯისგან გათავისუფლება უჭირს, რის გამოც ფრანგული პრესა მას გამუდმებით აკრიტიკებს, კანის ფესტივალამდე ცნობილი ფრანგი რეჟისორის მიშელ გონდრის ახალ სურათში ვიხილავთ. ბორის ვიანის რომანის “დღეთა ქაფის” (Ecume des jours) გონდრისეული ადაპტაცია რომან დურისითა და ოდრი ტოტუთი მთავარ როლებში ევროპის ეკრანებზე აპრილის ბოლოს გამოდის.

კანის ფესტივალის მონაწილეთა სრული სია, Hollywood Reporter-ის ცნობით, 18 აპრილს გამოქვეყნდება. თუმცა უკვე ცნობილია, რომ მსოფლიოს ერთ–ერთ უმნიშვნელოვანეს კინოფესტივალს ფიცჯერალდის ბაზ ლურმანისეული ეკრანიზაცია, “დიდი გეთსბი” გახსნის.

კანის მთავარი ჟიურის პრეზიდენტად უკვე დასახელებულია სტივენ სპილბერგი. მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის კი ჯეინ კემპიონი უხელმძღვანელებს. კანის კინოფესტივალი წელს 15–26 მაისს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი