კინოხელოვნება

“დიდი გეტსბის” ფინალური ტრეილერი

7 აპრილი, 2013 • • 1831
“დიდი გეტსბის” ფინალური ტრეილერი

 

ფილმი “დიდი გეტსბი” მეოცე საუკუნის ამერიკელი მწერლის ფრენსის სკოტ ფიცჯერალდის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა, სადაც ჯეი გეტსბის როლს ლეონარდო დიკაპრიო ასრულებს. 

 

ფილმის რეჟისორი ბეზ ლურმენია, იგი ცნობილია მიუზიკლით “მულენ რუჟი”, რომლისთვისაც 2002 წელს ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე იყო წარდგენილი. 

 

ლეონარდო დიკაპრიოს გარდა, ფილმში მონაწილეობენ: კერი მულიგანი, ისლა ფიშერი, ტობი მაგუაერი.  ფილმის ბიუჯეტი 127 მილიონი დოლარია. 

 

ფილმის ერთ–ერთი საუნდტრეკია მომღერალ ემი უაინჰაუსის “Back to Black”, რომელსაც “დიდი გეტსბისთვის” მომღერალი ბიონსე ასრულებს.

 

აღნიშნული ფილმი არ არის რომანის პირველი ეკრანიზაცია. 1974 წელს ასევე გამოვიდა ფილმი “დიდი გეტსბი”, რომლის სცენარის ავტორი ფრენსის ფორდ კოპოლაა, მთავარ როლებს რობერტ რედფორდი და მია ფეროუ ასრულებენ, ხოლო რეჟისორი ჯეკ კლეიტონია.  უფრო ადრე კი “დიდი გეტსბი” 1949 და 1926 წლებში გამოვიდა.

 

ახალი ეკრანიზაციის პირველი ჩვნება აშშ–ში 2013 წლის 10 მაისს გაიმართება. კინოთეატრების “ამირანი” და “რუსთაველის” “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე უკვე დაანონსდა, რომ მაისში ფილმს საქართველოს კინოთეატრებშიც აჩვენებენ. 

 

გეტსბი
გეტსბი

მასალების გადაბეჭდვის წესი