კინოხელოვნება

დევიდ ფინჩერის გადაღებების მასპინძლობისთვის ავსტრალია მილიონებს იხდის

4 აპრილი, 2013 • • 1189
დევიდ ფინჩერის გადაღებების მასპინძლობისთვის ავსტრალია მილიონებს იხდის

დისნეის წარმომადგენლების თანახმად, რომანის ახალი ვერსია (წინა ეკრანიზაციამ, კირკ დუგლასის მონაწილეობით, კინოაკადემიის პრიზი დაიმსახურა) დევიდ ფინჩერის მომავალი პროექტი იქნება, კასტინგის შესახებ გადაწყვეტილებები კი ჯერ მიღებული არაა. თუმცა, ზოგიერთი სააგენტოს ცნობით, ნედ ლანდის როლზე მოლაპარაკებებს ბრედ პიტთან აწარმოებდნენ.

 

“ესოშიეტედ პრესის” ავსტრალიის ოფისისა და Guardian–ის ცნობით, ავსტრალიის მთავრობამ ფული The Wolverine–ის გადაღებების სიდნეიში ჩატანაშიც გადაიხადა (13,6 მილიონი დოლარი), ავსტრალიელ მსახიობ ჰიუ ჯეკმანით მთავარ როლში.

 

ავსტრალიის პრემიერ- მინისტრის ჯულია ჟილარდის განცხადებით, ფილმმა ჰიუ ჯეკმანის მონაწილეობით 1750–ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა, საქმეში 1000–ზე მეტი ავსტრალიელი კომპანია ჩართო და მთლიანობაში $83.6 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია შეიტანა ქვეყანაში. მისი მოლოდინით პროექტი “80 000 კილომეტრი წყალქვეშ” 2,000–ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.

მასალების გადაბეჭდვის წესი