კინოხელოვნება

როჯერ ებერტი Chicago Sun-Times–ს დროებით ტოვებს

3 აპრილი, 2013 • • 1391
როჯერ ებერტი Chicago Sun-Times–ს დროებით ტოვებს

ღია წერილი სახელწოდებით “A Leave of Presence” ცნობილმა კრიტიკოსმა საკუთარ ბლოგზე გუშინ, 2 აპრილს გამოაქვეყნა.

 

“Chicago Sun-Times–სთვის წელიწადში საშუალოდ 200 რევიუს ვწერდი”, – წერს ებერტი – გასულ წელს კი ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი  ვწერე” (306 რეცენზია)… ” ახლა ტემპი უნდა შევანელო”.

 

როჯერ ებერტი
როჯერ ებერტი

 

თუმცა კინოკრიტიკოსის განცხადებით, ის გააგრძელებს წერას საკუთარ ვებ–გვერდზე Rogerebert.com და ახალ ელექტრონულ გამოცემაში www.ebertdigital.com, რომელიც სავარაუდოდ აპრილის მეორე კვირიდან ამუშავდება.

 

“ჩემი სურვილია გავაგრძელო გარკვეულ ფილმებზე წერა. მეტიც, საშუალება მექნება ვაკეთო ის, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი: ვწერო მხოლოდ იმ ფილმებზე, რომლებზეც წერა მინდა”.

 

აქტიური კინოკრიტიკოსის პოსტიდან წასვლის მიზეზად ებერტი თავის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს. ის წლების განმავლობაში ებრძოდა სიმსივნეს, რომელმაც რამდენიმე მძიმე ოპერაციის შემდეგ მისი ქვედა ყბის დასახიჩრება გამოიწვია. ახლა კი ავადმყოფობის ახალმა ტალღამ მას გადაადგილების პრობლემები გაუმძაფრა. მკურნალობა კი დიდი რაოდენობით ფილმებზე დასწრების საშუალებას აღარ აძლევს.

 

მიუხედავად ამისა, როჯერ ებერტის განცხადებით, ის გააგრძელებს თანამშრომლობას სტივ ჯეიმზთან, რომელიც კრიტიკოსის შესახებ ბიოგრაფიულ დოკუმენტურ ფილმს იღებს  და მადლიერებას გამოთქვამს ამ ინიციატივის გამო.

 

ეს დოკუმენტური სურათი, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც მარტინ სკორსეზეა, 2014 წელს გამოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი