კინოხელოვნება

Game Of Thrones–ის პრემიერა პირატული გავრცელების რეკორდს ხსნის

2 აპრილი, 2013 • • 1352
Game Of Thrones–ის პრემიერა პირატული გავრცელების რეკორდს ხსნის

თუმცა ვებ–გვერდ torrentfreak.com–ის ცნობით, იგივე ეპიოზოდის პრემიერა რეკორდული იყო სხვა მაჩვენებლებითაც, რომელიც ავტორებს, როგორც წესი, ნაკლებად ახარებთ.

პრემიერამ რეკორდული ტორენტ–თავყრილობა გამოიწვია, რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი მომხმარებელი (ხელმომწერი) მთლიან ეპიზოდს ან მის ნაწყვეტს 320,000–ზე მეტ ადამიანს უზიარებდა.

ეს კი წინა რეკორდსმენის – NBC–ს “გმირების” მესამე სეზონის პრემიერის მაჩვენებელს (144,663 მომხმარებელი) თითქმის სამჯერ აღემატება.

პირატული გადმოწერის ასეთი მაღალი მაჩვენებელის ერთ–ერთი მიზეზი შესაძლოა ახალი ეპიზოდების გამოსვლისას საერთაშორისო დაყოვნება იყოს. სერიალის ერთგულ მაყურებლებს აშშ–ს გარეთ ზოგჯერ ლოდინი უწევთ, მათთვის კი ზოგჯერ რამდენიმე სააათიც ბევრს ნიშნავს.

თუმცა torrentfreak.com–ის მიხედვით, გამოსვლის დაგვიანება ა.შ.შ.–ის საზღვრებს გარეთ მხოლოდ ნაწილია პრობლემისა. შეერთებულ შტატებშიც სერიალი მხოლოდ “HBO“–ს ხელმომწერებისათვის არის ლეგალურად ხელმისაწვდომი, ანუ ვინც საკაბელო ტელეარხს ყიდულობს. ასე რომ, უამრავი ადამიანი აშშ–ის შიგნითაც მიმართავს ტორენებს, მეტიც, აქ პირატული გადმოწერის მაჩვენებელი, torrentfreak.com–ის მიხედვით,  ყველაზე მაღალია. მეორე და მესამე ადგილზე კი, შესაბამისად, დიდი ბრიტანეთი და ავსტრალია არიან.

სერიალი, რომელშიც მოქმედება ვითარდება ნახევრად ზღაპრულ სამყაროში, გამოგონილ სამეფოში, სადაც ზამთარი წლების განმავლობაში გრძელდება და სამეფო ტახტის ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა, კლანების ინტრიგები და დაპირისპირებაა ასახული, ინტერნეტ- სივრცეში ჯერ კიდევ 2012 წლის დეკემბერში ყველაზე ხშირად გადმოიწერეს და მოიპარეს, ერთი ეპიზოდის საშუალოდ  4.3 მილიონი პირატული გადმოწერით.

ეიჩბიოს” პროგრამის პრეზიდენტს, მაიკლ ლომბარდოს, როგოც ჩანს, ამ კანონდარღვევის საწინააღმდეგო არაფერი აქვს:

“ალბათ, ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ პირატულ ინტერნეტ- სივრცეში პოპულარობა თავისებური კომპლიმენტია,” – მისი თქმით, ეს დარღვევა გაყიდვებზე ცუდ გავლენას არ ახდენს.

 

სამეფო კარის თამაშები
სამეფო კარის თამაშები


სატელევიზიო სერიალის რეჟისორის დევიდ პეტრარკას აზრით, არალიცენზირებულ გადმოწერებს მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე ზიანი. რეჟისორის თქმით, მეკობრეები ნაწილობრივ პასუხისმგებელნი არიან “კულტურულ ხმაურზე”, რომელიც შოუს განვითარებისა და გადარჩენისათვის აუცილებელიც კია, ამბობს რეჟისორი ავსტრალიაში გამართულ ერთ–ერთ შეხვედრაზე (“Sydney morning Herald”).

ინტერნეტ- სივრცეში გამოჩენილ არალიცენზირებულ ფაილებს ავრცელებენ ქართული ვებ–საიტებიც, როგორიცაა- imovies.ge, gol.ge, gom.ge, allmovies.ge და ა.შ. სეზონის დაწყებასთან ერთად სატელევიზიო სერიალის ყოველი მომდევნო ეპიზოდი კვირაში ერთხელ გამოდის.

სამეფო კარის თამაშების” ახალი სეზონის პრემიერა ქართულ ინტერნეტ- სივრცეში, თანაც უკვე ქართულ ენაზე,  imovies.ge–ს მარკეტინგის მენეჯერის განცხადებით,  დღეს საღამოსთვის არის დაგეგემილი. ამჟამად კი გახმოვანების პროცესი დასასრულს უახლოვდება.

ვებ–საიტი, სადაც ფილმების ონლაინ ნახვაა შესაძლებელი, ქართულ ენაზე ახმოვანებს სერიალსაც “Walking Dead”, რომელიც imovies.ge–ზე რეიტინგული სერიალების პირველ ხუთეულშია. ამავე ხუთეულის სათავეში “ვამპირების დღიურები” დგას – ერთი გოგონასა და ორი ვამპირი ძმის სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ. მსოფლიო რეკორდსმენი  “სამეფო კარის თამაშები” მეორე ადგილს იკავებს, მესამე ადგილზეა 2010 წლის ბრიტანული “შერლოკი” – რომელსაც ჰოლმსის თავგადასავლები თანამედროვე დროში გადმოაქვს, მეხუთე ადგილს კი 2005 წლის ამერიკული სერიალი “ზებუნებრივი” ინარჩუნებს, ძმებზე, რომლებიც ბოროტ ზებუნებრივ არსებებს ებრძვიან, მათ შორის მონსტრებსა და დემონებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი