კინოხელოვნება

კულტურის მინისტრი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში [Video]

29 მარტი, 2013 • • 1098
კულტურის მინისტრი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში [Video]

სხვა საკითხებთან ერთად გოგი მარგველაშვილმა ყურადღება კინოფაკულტეტისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობასა და სასწავლო თეატრ “სპარტაკის” აღდგენაზე გაამახვილა, რომელიც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ბაზაზე გასული საუკუნის 90–იანი წლების მიწურულამდე ფუნქციონირებდა.

 

შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გოგი მარგველაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტისთვის გაზრდილი ბიუჯეტი (უკანასკნელი წლის განმავლობაში, კულტურის სამინისტროს ახალი ადმინისტრაციის პირობებში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ბიუჯეტი 1.400.000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე გაიზარდა), საკმარისი აღმოჩნდა კინო–ტელეფაკულტეტისათვის ტექნიკის შესაძენად, თუმცა კინო–ტელეფაკულტეტის ინფრასტრუქტურის მოგვარება ისევ პრობლემად რჩება.

 

კულტურის მინისტრი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში
კულტურის მინისტრი თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში

უნივერსიტეტის რექტორი და მინისტრი მსჯელობდნენ სახელოვნებო სასწავლებლების დაფინანსების ალტერნატიული გზების მოძიებაზეც.

 

“ძველი პრობლემები ახალი გზებით უნდა გადაიჭრას”, – განახცადა გურამ ოდიშარიამ.

 

“მკაფიოდ უნდა განვსაზღვროთ, რა შედეგი გვინდა მივიღოთ კინოსა და დრამის ფაკულტეტებისგან და რა გვჭირდება ამ შედეგის მისაღწევად,” – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, გოგი მარგველაშვილმა.

 

კულტურის მინისტრმა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ორივე კორპუსი და ყოფილი სასწავლო თეატრი “სპარტაკი” დაათვალიერა.

 

გურამ ოდიშარიას განცხადებით, სავარაუდოდ მომავალ კვირაში თბილისის კონსერვატორიასაც ეწვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი