კინოხელოვნება

Future Shorts – ახალი თაობის კინოფესტივალი

27 მარტი, 2013 • • 1315
Future Shorts  – ახალი თაობის კინოფესტივალი

Future Shorts Festival, რომელსაც 2011 წლიდან მოყოლებული მსოფლიოს 90 ქვეყნის 285–მა ქალაქმა უმასპინძლა, სეზონურად, წელიწადში 4–ჯერ ტარდება და მისი კონცეფტი კინოჩვენებების, მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ერთ სივრცეში გაერთიანებას გულისხმობს.

FS Georgia შემოდგომის ჩვენება. 2012 წლის ნოემბერი
FS Georgia შემოდგომის ჩვენება. 2012 წლის ნოემბერი

ზამთრის Future Shorts–ის შვიდი საპროგრამო სურათი მხატვრულ, ანიმაციურ, დოკუმენტურ მოკლემეტრაჟიანებსა და 1 ვიდეორგოლს აერთიანებს, რომელიც გლობალური ფესტივალის ცენტრალურმა, ლონდონის ოფისმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების აპლიკანტებს შორის შეარჩია. შერჩეული შვიდი ფილმის ჟიური კი იმ 18 ქვეყნის  მაყურებელია, რომელშიც ამ სეზონზე ფილმების ჩვენებები გაიმართება. ხმის მიცემის შემდეგ თბილისის ივენთის მონაწილეებისთვის Future Shorts–ისთვის სპეციალურად მოწვეული ცნობილი ბერლინელი მუსიკოსი PHON.O დაუკრავს.

Future Shorts–ის თბილისში ჩამოტანის ინიციატივას უკვე 2 წელია მხარს უჭერს ეროვნული კინოცენტრი. მიუხედავად ამისა, დაფინანსების პრობლემებიდან გამომდინარე, თბილისში ფესტივალი 2 წლის განმავლობაში სხვადასხვა მასშტაბით იმართებოდა, როგორც Future Shorts Georgia-ს ორგანიზატორი ნინო ტოგონიძე ამბობს, საქართველოში სახელოვნებო პროექტებისათვის სპონსორების მოძიება ჯერ ისევ პრობლემურ საკითხად რჩება. თუმცა, ამჯერად, 2013 წლის ფესტივალის 4–ივე სეზონს მხარდამჭერა კომპანია “თელიანმა ველმა” გამოუცხადა.

Future Shorts Georgia-ს ორგანიზატორების განცხადებით, ტრადიციული, მოსაწყენი კინოფესტივალებისგან განსხვავებით, Future Shorts–ი ინტერაქტიულია. გარდა ამისა, ფესტივალის ყოველი ახალი სეზონი ახალ სივრცეში, ახალ ლოკაციაზე იმართება, რაც მაყურებლის ინტერესს ზრდის.

Future Shorts–თან უფრო მჭიდრო ინტერაქცია კი უშუალოდ ფესტივალის კონკურსში მონაწილეობითაც არის შესაძლებელი. შემდეგ, Future Shorts Georgia-ს საიუბილეო სეზონზე ფესტივალის მონაწილის სტატუსის მოპოვების შანსი აქვს ნებისმიერ მსურველს, ვინც თავის 1–დან 25 წუთამდე ხანგრძლივობის ფილმს, თუნდაც მობილურით გადაღებულს, ფესტივალის ქართულ წარმომადგენლობას, ან ეროვნულ კინოცენტრს მიაწვდის.

პროგრამა

1. ,,თევზაობა ბადეს გარეშე”
რეჟ.: ქათერ ჰოდიერნი
კენია – 2010 წ.
17 წთ.
დრამა

2. ,,მარსელი, ტერვურენის მეფე”
რეჟ.: ტომ შროედერი
აშშ – 2012 წ.
6 წთ.
დოკუმენტური ფილმი | ანიმაცია

3. ,,გადავდივართ”
რეჟ.: ზაქარი ტრეიცი
აშშ – 2011 წ..
12 წთ.

4. ,,S-ი ჯოჯოხეთიდან”
რეჟ.: როდნი აშერი
აშშ – 2010 წ.
9 წთ.
დოკუმენტური ფილმი

5. “Candy Girl”
რეჟ.: ლუსი ლიუსქომბი
დიდი ბრიტანეთი – 2012 წ.
3 წთ.
მუსიკალური ვიდეო

6. ,,სიყვარულის ბუდე” 7 წთ
რეჟისორი.: ბრაიან ლაი
ჩეხეთის რესპუბლიკა – 2010 წ.
მხატვრული ფილმი | კომედია | სიყვარულის ისტორია

2013 წლის ზამთრის სეზონის თრეილერი

7. ,,შემოდგომის მარცვლები”რეჟ.: პატრიკ ეკლუნდი
შვედეთი – 2009 წ.
18 წთ.
კომედია | დრამა

მასალების გადაბეჭდვის წესი