კინოხელოვნება

კავკასიური ფილმების ფესტივალი 2013

20 მარტი, 2013 • • 1173
კავკასიური ფილმების ფესტივალი 2013

კავკასიის ფილმების ფესტივალი
კავკასიის ფილმების ფესტივალი

ფესტივალი უკვე მეორე წელია ნიდერლანდებისა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოების მხარდაჭერით ტარდება და მის პროგრამაშია უმეტესად მოკლემეტრაჟიანი ფილმები სომხეთიდან, აზერაიჯანიდან და საქართველოდან.


“ჩვენ ვცდილობთ გავაერთიანოთ რეტროსპექტული და თანამედროვე ფილმები”, – ამბობს ნესტან ნიჟარაძე, კავკასიური ფილმების ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი – “პროგრამა შეიცავს სამხრეთკავკასიელი და რუსი ახალგაზრდა რეჟისორების ნამუშევრებს, რათა ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა ნახოს, რა ხდება დღეს ამ საზღვრების ფარგლებში”.
 
“ასევე გვინდოდა გაგვეხსენებინა, რომ მთელმა ევროპამ, მათ შორის კავკასიის ქვეყნებმა, წარსულში გადაიტანეს ომები”, – ამბობს პიტერ ლანგენბერგი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოსა და სომხეთში. იმედი მაქვს, ინეკე სმიტის ფილმი „ყაზბეგელი მფრინავი” გაგვახსენებს, რომ საქართველოს და ნიდერლანდებს მეორე მსოფლიო ომის ბოლოს მომხდარი ტრაგედია აერთიანებთ”.
 
 
“ფესტივალის მიზანია არ დავივიწყოთ ხელოვნების ძირითადი პრინციპი – ადამიანური სიმართლის ზეობა, განსხვავებულობისა და საზღვრებისგან დამოუკიდებლად და პატივი ვცეთ კავკასიაში კინორეჟისორების და მსახიობების თანამშრომლობის ხანგრძლივ ტრადიციას,” – განმარტავს გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, დავიდ მორანი.
 
 
ფესტივალი პარასკევს, 22 მარტს ორი სურათით, სერგო ფარაჯანოვისა და დავით აბაშიძის „აშიკ-ქერიბითა“ და  საქართველოს ნაციონალური არქივში შემონახული ქრონიკით – „აყვავებული აფხაზეთი” – გაიხსნება. 4-დღიანი ფესტივალის დახურვა კი 25 მარტს მიხეილ კალატოზოვის “ჯიმ შვანთესა” და ქართველი რეჟისორის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, “ქარიშხალი კალატოზოვის” ჩვენებით არის დაგეგმილი.
 
 
კავკასიური ფილმების ფესტივალის ჩვენებები 22 მარტიდან ლიტერატურის მუზეუმში გაიმართება და მათზე დასწრება თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი