კინოხელოვნება

10 ოსკარი, რომელსაც კინოაკადემია სიამოვნებით წაიღებდა უკან

24 თებერვალი, 2013 • • 2938
10 ოსკარი, რომელსაც კინოაკადემია სიამოვნებით წაიღებდა უკან

– დასტურად იმისა, რომ კინემატოგრაფიულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ავტორიტეტული დაჯილდოების მესვეურებიც ხშირად ცდებიან.

 

გრეგორი ელვუდის, გაი ლოდჯის, კრისტოფერ ტეპლისა და მელინდა ნიუმანის მიერ შედგენილი სია –10 ოსკარისა, რომელსაც აკადემია სიამოვნებით წაიღებდა უკან – ასე გამოიყურება:

 

კადრი ფილმიდან - ოლივერ!
კადრი ფილმიდან – ოლივერ!

  

საუკეთესო რეჟისორი – აკადემიის 41-ე დაჯილდოება

წელი: 1969

ნომინირებულები: სტენლი კუბრიკი – „კოსმოსური ოდისეა 2001“ (“2001: A Space Odyssey”), ჯილო პონტეცორვო – „ალჟირის ბრძოლა“ (“The Battle of Algiers”), ენტონი ჰარვი – “ლომი ზამთარში“(“The Lion in Winter”), ქეროლ რიდი – „ოლივერ!“ (“Oliver!”), ფრანკო ძეფირელი – „რომეო და ჯულიეტა“ (“Romeo and Juliet”)  

ვინ გაიმარჯვა: ქეროლ რიდმა („ოლივერ!“)

ვის უნდა გაემარჯვა:  სტენლი კუბრიკს („კოსმოსური ოდისეა 2001“)

რატომ: საკმაოდ ნათელია, რომ ნომინანტებთაგან აკადემიამ ყველაზე სუსტი კანდიდატი აირჩია, თუმცა კრსტოფერ ტეპლის ვარაუდით, აკადემიის წევრები ალბათ აიძულეს. საბოლოო ჯამში კი, „ოლივერმა“ ექვსი ოსკარი მიიღო, მათ შორის „საუკეთესო ფილმისათვისაც“. სტენლი კუბრიკის შედევრი დღემდე არა მხოლოდ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად ითვლება, არამედ საეტაპო სურათია კინოს ისტორიაში. აკადემიის 41-ე დაჯილდოებაზე კი მან პრიზი მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის აიღო (ამასთან, ეს ერთადერთი ოსკარია, რომელიც კუბრიკს ოდესმე მიუღია). კრიტიკოსი კრისტოფერ ტეპლი დარწმუნებულია, რომ აკადემია სიამოვნებით დაბრუნდებოდა დროში, კუბრიკისთვის ამ და სხვა მრავალი პრიზის მინიჭების შანსისთვის. თუმცა, მისი აზრით, მხოლოდ ამ შემთხვევის აღნიშვნაც ნათელს ჰფენს სიტუაციას.  – კრისტოფერ ტეპლი 

 

ოქროს კომპასი
ოქროს კომპასი

საუკეთესო ვიზუალური ეფექტები – აკადემიის მე-80 დაჯილდოება


წელი: 2008

ნომინირებულები: “The Golden Compass”, “Pirates of the Caribbean: At World’s End,” “Transformers”

ვინ გაიმარჯვა: “ოქროს კომპასი” (“The Golden Compass”)

ვის უნდა გაემარჯვა: “ტრანსფორმერები” (“Transformers”)

რატომ: არსებობს ორი ისტორია იმის ასახსნელად, თუ რატომ აიღო პრიზი “ოქროს კომპასმა”. ჯერ ერთი, “ტრანსფორმერები” იმ წლის ბლოკბასტერების კრებით სახედ იქცა, რომელიც ნაკლებ ყურადღებას აქცევდა ამბავსა და სამსახიობო შესრულებას (მსახიობებს ფილმში კომპიუტერული გმირები სჭარბობენ). მეორე, აკადემიის ასაკით უფროსი წევრები ციფრული პოლარული დათვების ფუმფულა და საყვარელმა გამოსახულებებმა გააცურეს და მათ მიანიჭეს უპირატესობა გიგანტურ რობოტებთან შედარებით, რომელნიც ერთმანეთს ებრძვიან. “რობოტები კი, ამ დროს, წმინდა წყლის საკვირველება იყო კომპანია Marvel-ისგან“ – წერს მოსაზრების ავტორი გრეგორი ელვუდი. New Line Cinema–ს  პროდუსერებს კი რამდენიმე კვირის შემდეგაც კი არ სჯეროდათ, რომ პრიზი ერგო “კომპასს” – ყველაზე მაღალბიუჯეტიან, თუმცა კომერციულად წარუმატებელ ფილმს კოპანიის ისტორიაში. – გრეგორი ელვუდი

 

 

კადრი ფილმიდან Pillow Talk
კადრი ფილმიდან Pillow Talk

     


საუკეთეშო სცენარი – აკადემიის 32–ე დაჯილდოება


წელი: 1960


ნომინირებულები: “The 400 Blows” (Francois Truffaut and Marcel Moussy), “North by Northwest” (Ernest Lehman), “Operation Petticoat” (Paul King, Joseph Stone, Stanley Shapiro and Maurice Richlin), “Pillow Talk” (Russell Rouse, Clarence Greene, Stanley Shapiro and Maurice Richlin), “Wild Strawberries” (Ingmar Bergman)

ვინ გაიმარჯვა: “Pillow Talk”

ვის უნდა გაემარჯვა: „400 დარტყმას“, “North by Northwest”-ს ან „მარწყვის მდელოს“…

რატომ: “მართალია, კრიტიკოსთა რაღაც ჯგუფი აკადემიას კომედიის ჟანრის უგულვებელყოფასა და დაუფასებლობაში გამუდმებით ვადანაშაულებთ -წერს გაი ლოდჯი – თუმცა ამჯერად კომედიის სასარგებლოდ მიღებული უჩვეულო გადაწყვეტილებისათვის ვკიცხავთ”. სარისკო და საეჭვო კი ამჯერად ისაა, რომ სანდომიანი რომანტიკული კომედია დორის-დეისა და როკ ჰადსონის მონაწილეობით საკმაოდ ჩვეული და მოსაბეზრებელია. არა მარტო ახლა, არამედ 1960-იან წლებშიც აკადემიის ეს არჩევანი ცოტა ზედაპირულად და უპასუხისმგებლოდ მოეჩვენებოდა ბევრს, მაშინ, როცა კონკურსში ყველა დროის სამი უდიდესი ფილმი იყო წარმოდგენილი. გასაკვირიც არ არის, რომ კენჭისყრაში მონაწილეები არ იყვნენ მზად დაეჯილდოვებინათ ტრიუფოს „400 დარტყმის“ ახალი ტალღის ჯაზი ან ბერგმანის „მარწყვის მდელოს“ ემოციური ასკეტიზმი და სტილის სიმკაცრე. თუმცა გაუგებარი ისაა, როგორ გაუძლეს ჰიჩკოკის წმინდა ჰოლივუდურ ცდუნებას „North by Northwest”-ის სახით, ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ და მახვილგონივრულ სცენარს, რომელზეც კი ჰიჩკოკს ოდესმე უმუშავია.-   გაი ლოდჯი

 

Going My Way
Going My Way


საუკეთესო ფილმი – აკადემიის მე-17 დაჯილდოება

წელი: 1945

ნომინირებულები: Double Indemnity,” “Gaslight,” “Going My Way,” “Since You Went Away,” “Wilson”

ვინ გაიმარჯვა: “Going My Way”

ვის უნდა გაემარჯვა: “Double Indemnity” ან “Gaslight”

რატომ: 1944 წელი იყო და ვერ დაადანაშაულებ აკადემიის წევრებს, რომ ომიანობის დროს რაღაც უფრო მსუბუქისკენ მიუწევდათ გული. ფილმმა “Going My Way” ბინგ ქროსბით ახალგაზრდა მღვდლის როლში – რომელიც თან მღერის – ბილი უაილდერის ფილმ ნუარსაც აჯობა („ორმაგი დაზღვევა)“ და მისტიკურ-თრილერ “Gaslight”-საც. თუმცა ამ უკანასკნელის ვარსკვლავმა, ინგრიდ ბერგმანმა საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდო მაინც ჩაიგდო ხელში. თითქმის 70 წლის შემდეგ ეს ორი ფილმი კლასიკად იქცა, მაშინ, როცა “Going My Way” რჩება მხიარულ, თუმცა არაფრით გამორჩეულ, ნაკლებად მნიშვნელოვან სურათად კინოს ისტორიაში.-   მელინდა ნიუმანი

 

რობერტო ბენინი - ცხოვრება მშვენიერია
რობერტო ბენინი – ცხოვრება მშვენიერია

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – აკადემიის 71-ე დაჯილდოება

წელი: 1999

ნომინირებულები: რობერტო ბენინი (“Life is Beautiful”), ტომ ჰენკსი (“Saving Private Ryan”), იან მაკელენი (“Gods and Monsters”), ნიკ ნოლტი (“Affliction”), ედუარდ ნორტონი (“American History X”)

ვინ გაიმარჯვა: რობერტო ბენინიმ

ვის უნდა გაემარჯვა:  იან მაკალენს ან ნიკ ნოლტს

რატომ: ბენინის გამარჯვება, გრეგორი ელვუდის აზრით, აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო შეცდომაა უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში. კომპანია „მირამაქსმა“ უზარმაზარი კამპანია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ბენინიმ მთელი ჰოლივუდი მოიარა ხმების მოპოვების მცდელობით და ამან გაამართლა კიდეც. ამ დროს კი უკვე ლეგენდარული მაკალენი და ნოლტი, რომელთაც თავიანთი კარიერის მანძილზე საუკეთესო როლები შეასრულეს, მომსწრენი გახდნენ, როგორ მოიხვეჭა ყველა უპირატესობა კომიკოსმა. ახლაც, 14 წლის შემდეგ ორივე მათგანი ჯერ კიდევ ოსკარის გარეშე რჩება. – გრეგორი ელვუდი

 

ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო
ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო


საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი – აკადემიის 74-ე დაჯილდოება

წელი: 2002

ნომინირებულები: ენდრიუ ლესნი „ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდის საძმო“ (“The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring”), ბრუნო დელბონელი „ამელი“ (“Amelie”), სლავმირ იძიაკი „შავი ქორის დესანტი“ (“Black Hawk Down”), როჯერ დიკინსი „ადამიანი, რომელიც არ არსებობდა“ (“The Man Who Wasn’t There”), დონალდ მაკალპინი „მულენ რუჟი“ (“Moulin Rouge!”)

ვინ გაიმარჯვა: ენდრიუ ლესნი, (“The Lord of the Rings: The Fellowship of the Ring”)

ვის უნდა გაემარჯვა:  ბრუნო დელბონელს (“Amelie”), სლავმირ იძიაკს (“Black Hawk Down”), როჯერ დიკინსს (“The Man Who Wasn’t There”) ან დონალდ მაკალპინს (“Moulin Rouge!”)

რატომ: ენდრიუ ლესნის ნამუშევარს „ბეჭდების მბრძანებელში“ ვერაფერს დაუწუნებ. ის ჭეშარიტად იმსახურებდა ნომინაციას. თუმცა რატომ არის ის დიკინსის ნამუშევარზე უპირატესი ფილმში “Man Who Wasn’t There”, რომელიც ამერიკის კინოოპერატორთა პრიზის გამარჯვებული გახდა? ან რატომ ჩამოუვარდება მას იძიაკის ნამუშევარი „შავი ქორის დესანტში“? ან დელბონელის ფანტასტიკური “Amelie”? მაკალპინის ნამუშევარიც „მულენ რუჟისთვის“ დღემდე დაუფასებელია. 2002 არასტანდარტული წელი იყო.  სხვადასხვა კატეგორიის ნომინაციებში უამრავი ფილმი მოხვდა. წლის საუკეთესო ფილმად დასახელებული „ბრწყინვალე გონება“ კი ოპერატორული ნამუშევრის კატეგორიაში წარდგენილი არც ყოფილა. „ბეჭდების საძმო“, რომელსაც ბევრი „ბრწყინვალე გონებაზე“ უკეთეს ფილმად მიიჩნევს, ნაწილი იყო აკადემიის „სიმდიდრის თანაბარი გადანაწილების“ პოლიტიკისა, რომლის ფარგლებშიც ყველა ფილმს, „ამელის“ გარდა, ერთი ოსკარი მაინც უნდა წაეღო სახლში. სამწუხაროდ, ნებისმიერი კინოისტორიკოსი დაადასტურებს, რომ ეს კატეგორია მათ არასწორედ დააჯილდოვეს.–  გრეგორი ელვუდი

 

ჯონ ფორდი - მწვანე ველი
ჯონ ფორდი – მწვანე ველი


საუკეთესო ფილმი – აკადემიის მე-14 დაჯილდოება

წელი: 1942

ნომინირებულები: „Blossoms in the Dust”, “Citizen Kane,” “Here Comes Mr. Jordan”, “Hold Back the Dawn”, “How Green Was My Valley”, “The Little Foxes”, “The Maltese Falcon”, “One Foot in Heaven”, “Sergeant York”, “Suspicion”.

ვინ გაიმარჯვა: „მწვანე ველი“ (“How Green Was My Valley”)

ვის უნდა გაემარჯვა:  „მოქალაქე კეინი“ (“Citizen Kane”) 

რატომ: დიდი ხნის განმავლობაში ყველა დროის საუკეთესო ფილმად მიჩნეული „მოქალაქე კეინის“ (თუმცა წელს ამ ქანდარიდან ჩამოაგდო „ვერტიგომ“, რომელიც, თავის მხრივ, აკადემიას ორი ნომინაციის მეტს ვერაფერს გამორჩა) დამარცხება დიდი ხანია სამარცხვინო ფურცელად ითვლება ოსკარების ისტორიაში. უელსელი ოჯახის ამბავი „მწვანე ველში“ (რომელმაც ჯონ ფორდს მესამე ოსკარი მოუტანა საუკეთესო რეჟისურისთვის) საკმაოდ კარგია, თუმცა, როცა მას ორსონ უელსის რევოლუციური სურათის გვერდით დააყენებ, ან ისეთ ფილმებს დაუპირისპირებ, როგორც ალფრედ ჰიჩკოკის „ეჭვი“ („Suspicion“) და ჯონ ჰადსონის „მალტური შევარდენია“ („The Maltese Falcon“), უპირატესობას აშკარად ჰკარგავს. – კრისტოფერ ტეპლი

  

რიჩარდ ატენბორო - განდი
რიჩარდ ატენბორო – განდი

საუკეთესო ფილმი – აკადემიის 55-ე დაჯილდოება

წელი: 1983

ნომინირებულები: “E.T.: The Extra-Terrestrial,” “Gandhi,” “Missing,” “Tootsie,” “The Verdict”

 
ვინ გაიმარჯვა: „განდი“ (“Gandhi”)

ვის უნდა გაემარჯვა:  „უცხოპლანეტელი“ (“E.T.”) ან „ტუტსი“ (“Tootsie”)

რატომ: „აკადემია, როგორც ჩანს, ნობელის პრემიამ დააბნია მშვიდობის დარგში“ – წერს New York Times-ის კრიტიკოსი ჯანეტ მეზლინი ოსკარების დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ, სადაც რიჩარდ ატენბოროს, ცოტა არ იყოს, მოსაწყენმა და მოღუშულმა ბიოგრაფიულმა ფილმმა 8 ოსკარი მიიღო და მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის. მეზლინს დაეთანხმა მისი კოლეგა ვინსენტ ქენბიც: “E.T” და „ტუტსი“ ფილმებია, „განდი“ კი გადატვირთულად ილუსტრირებული სახელმძღვანელო“. იგივე აზრზეა ჰაი ლოჯიც. სპილბერგის შესანიშნავი სამეცნიერო -ფანტასტიკა- ზღაპარიცა და სიდნი პოლაკის გახმაურებული კომედიაც ქალად გადაცმულ მამაკაცზე  ნამდვილად არიან ჭეშმარიტი კინომაგიის მატარებლნი, რაც განაპირობებს კიდეც ფილმის ხანგრძლივ სიცოცხლეს და მათ „განდი“ უბრალოდ ვერ გაუტოლდება. დანარჩენი ორი ნომინანტიც კი  – კოსტა გავრასის ოქროს პალმის რტოს მფლობელი თრილერი „დაკარგული“ („Missing”) და სიდნი ლუმეტის სოლიდური სასამართლო დრამა „ვერდიქტი“ – უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებენ, ვიდრე ატენბოროს ისტორია განდის დარბაისლური მსვლელობაზე. როგორც ჩანს, აკადემიამ ამ შემთხვევაში გონებას გულზე გაბატონების საშუალება მისცა. თუმცა სწორ გზაზე ისინი გონებამაც ვერ დააყენა.-  გაი ლოდჯი

 

კადრი ფილმიდან The Woman in Red
კადრი ფილმიდან The Woman in Red


საუკეთესო ორიგინალური სიმღერა – აკადემიის 57-ე დაჯილდოება

წელი: 1985

ნომინირებულები: “Against All Odds (Take a Look at Me Now)” ფილმიდან”Against All Odds (მუსიკა და სიმღერის ტექსტი: ფილ კოლინზი), “Footloose” ფილმიდან”Footloose” (მუსიკა და სიმღერის ტექსტი: კენი ლოგინსი და დინ პიჩფორდი), “Ghostbusters” ფილმიდან “Ghostbusters” (მუსიკა და სიმღერის ტექსტი: რეი პარკერი უმცროსი), “I Just Called to Say I Love You” ფილმიდან”The Woman in Red” (მუსიკა და სიმღერის ტექსტი: სტივ უანდერი), “Let’s Hear It for the Boy” ფილმიდან “Footloose” (მუსიკა და სიმღერის ტექსტი: ტომ სნოუ და დინ პიჩფორდი)

ვინ გაიმარჯვა: “I Just Called to Say I Love You”

 
ვის უნდა გაემარჯვა:  “Footloose” ან “Ghostbusters”

რატომ: სტივ უანდერი გენიალური და ლეგენდარული მუსიკოსია, თუმცა “I Just Called to Say I Love You“, მიუხედავად დიდი პოპულარობისა, ნამდვილად არ არის მის საუკეთესო სიმღერებს შორის. კიდევ უფრო ნაკლებად დასამახსოვრებელია ფილმი “The Woman In Red“ – 1984 წლის კომედია ჯინ უაილდერის მონაწილეობით, რომელიც სიმღერას პოპულარობის მოპოვებაში დაეხმარა. ამ დროს კი ნომინანტებს შორის იყო ახლა საკულტოდ ქცეული თემები ფილმებიდან “Footloose” და “Ghostbusters”. – მელინდა ნიუმანი

 

 

კადრი ფილმიდან The Full Monty
კადრი ფილმიდან The Full Monty


მუსიკა მიუზიკლის ან კომედიისათვის – აკადემიის 70-ე დაჯილდოება

წელი: 1998

ნომინირებულები: ენ დადლი (“The Full Monty”), სტივენ ფლაერტი, ლინ არენსი და დევიდ ნიუმანი (“Anastasia”), ჰანს ზიმერი (“As Good As It Gets”), დენი ელფმანი (“Men in Black”), ჯეიმზ ნიუტონ ჰოვარდი (“My Best Friend’s Wedding”)

ვინ გაიმარჯვა: ენ დადლი (“The Full Monty”)

ვის უნდა გაემარჯვა:  დენი ელფმანს (“Men in Black”) ან ჯეიმზ ნიუტონ ჰოუარდს (“My Best Friend’s Wedding”)

რატომ: დადლიმ, რომელიც უფრო ცნობილია როგორც ჯგუფ Art of Noise-ის წევრი, გაიმარჯვა კომედია “The Full Monty”-სთვის მხარდაჭერის გამოცხადების ნიშნად, რომელიც ყველაზე მყვირალა „კომედია“ იყო ხუთ ნომინანტს შორის. ელფმანის თემა კი ფილმიდან „მამაკაცები შავებში“ დღემდე ცნობილია, ისევე როგორც ჰოვარდის სიუიტა (ფილმიდან „ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი”) რჩება ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ მუსიკალურ თემად. ორივე მეთგანი მეტად იმსახურებდა პრიზს, ვიდრე მუსიკა „Monty“-სთვის (გახსენდებათ მაინც YouTube-ზე მოძებნის გარეშე?). უბრალოდ, აკადემიის წევრებს სურდათ როგორმე, რაღაც ფორმით, „Monty“ დაეჯილდოებინათ, ყველა სხვა კატეგორიაში კი „ტიტანიკი“ დომინირებდა. –გრეგორი ელვუდი

 

24 თებერვალს, საქართველოს დროით კი 25 თებერვლის დილით, ამერიკის კინოაკადემია 85-ედ გამოავლენს წლის საუკეთესო ნამუშევრებს 24 კატეგორიაში. 2013 წლის ნომინანტების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი