კინოხელოვნება

ვამპირული საგის დასასრული წლის ყველაზე ცუდ ფილმად აღიარეს

24 თებერვალი, 2013 • • 1216
ვამპირული საგის დასასრული წლის  ყველაზე ცუდ ფილმად აღიარეს

კრისტენ სტიუარტი, რომელიც აღნიშნულ ფილმში ერთ –ერთ მთავარ როლს ასრულებს, წლის ყველაზე ცუდ მსახიობ ქალად აღიარეს. სტიუარტი ჟოლოზე ნომინირებული იყო ფილმში “ფიფქია და მონადირე” შესრულებული როლისთვისაც.  ტეილორ ლოტნერმა კი მეორეხარისხოვანი როლის ყველაზე ცუდად შესრულებისთვის მიიღო “ჟოლო”. ტეილორ ლოტნერმა მეორე “ჟოლოც” მიიღო, მან იგი 12 წლის მაკენზი ფოისთან გაინაწილა, როგორც ყველაზე ცუდმა ეკრანულმა წყვილმა. 

 

რაც შეეხება ფილმის ერთ–ერთ მთავარ მონაწილეს რობერტ პატინსონს, მასაც ერგო ჟოლო, როგორც ყველაზე ცუდი ეკრანული გუნდის წევრს. ბილ კონდონი გახდა ყველაზე ცუდი რეჟისორი. ფილმი, გარდა ყველაზე ცუდი ფილმისა,  ასევე ყველაზე ცუდ სიქველად აღიარეს. 

 

ყველაზე ცუდად შესრულებული მამაკაცის როლისთვის “ჟოლო”  ადამ სანდლერმა მიიღო, მან “ჟოლო” ასევე მიიღო ყველაზე ცუდი სცენარისთვის. “That’s My Boy” ყველაცე ცუდად შესრულებული ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის “ჟოლო” რიანას გადაეცა ფილმისთვის “Battleship”


“ჟოლოს” გადაცემის ცერემონიალი ოსკარის დაჯილდოვებამდე ერთი დღით ადრე იმართება და კინოში წლის ყველაზე ცუდ მიღწევებს  ავლენს. შეგახსენებთ, დღეს, 24 თებერვალს ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი