კინოხელოვნება

ჯიმ ჯარმუშის პროდიუსერის მასტერკლასი თბილისში

19 თებერვალი, 2013 • • 1270
ჯიმ ჯარმუშის პროდიუსერის მასტერკლასი თბილისში
ჯიმ სტარკი
ჯიმ სტარკი

არაერთი წარმატებული პროექტის (ფილმის) ავტორი სტარკი თითქმის 30 წელია მოღვაწეობს კინოს სამყაროში და განსაკუთრებული პოპულარობა სწორედ ჯიმ ჯარმუშთან თანამშრომლობის გამო მოიპოვა. იგი პროდიუსერია ფილმებისა -“Down By Low”, “Coffee and Cigarettes”, “Mystery Traint”, “Night On Earth”; მუშაობდა გრეგ არაკის ცნობილ პროექტზეც “The Doom Generation” (1995).

 
 
როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში,  სტარკი ძირითადად დაბალბიუჯეტიან ფილმებზე მუშაობს.  შესაბამისად, მისთვის ქართული კინემატოგრაფიული სივრცე, თავისი შეზღუდული რესურსებით, არ არის სრულიად უცხო.
 
 
ამჟამინდელი ვიზიტი საქართველოში ჯიმ სტარკისთვის არ არის პირველი.  2011 წელს იგი თბილისის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარი იყო. 2012-ში კი თბილისის საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალ “ამირანის” ჟიურის საპატიო თავმჯდომარედ იყო მიწვეული.
 
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში დღეს, 19 თებერვალს, 15:00 სთ-ზე დაგეგმილი მასტერკლასის ძირითადი თემა მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმოება იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი