კინოხელოვნება

ქართული ფილმი ბერლინალეს ფორუმის პრიზის მფლობელი გახდა

16 თებერვალი, 2013 • • 2501
ქართული ფილმი ბერლინალეს ფორუმის პრიზის მფლობელი გახდა

გრძელი ნათელი დღეები
გრძელი ნათელი დღეები

ქართულ-ფრანგულ-გერმანული კოპროდუქცია C.I.C.A.E. – “არტ ჰაუს კინოს ინტერნაციონალური ფედერაციის” ჟიურიმ დააჯილდოვა, ჩამოყალიბებულმა სპეციალურად სექციებისთვის  “ფორუმი” და “პანორამა”.

 

ბერლინალეს ფორუმი, როგორც წესი, ავანგარდულ, ექსპერიმენტულ და უცნობ კინემატოგრაფს ეთმობა და მის ფარგლებში “გრძელი ნათელი დღეების” ჩვენებებს პრესის ძალიან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა.

 

ფილმი ორი გოგონას ოსტორიას მოგვითხრობს, რომელიც 90-იანი წლების თბილისის ფონზე ვითარდება. ფილმზე ქართველ რეჟისორ ნანა ექვთიმიშვილსა და ბერლინელ, სიმონ გროსთან ერთად ცნობილი რუმინელი ოპერატორი ოლეგ მუტუ მუშაობდა („გორაკებს მიღმა“, „4თვე, 3კვირა, 2დღე“).

მასალების გადაბეჭდვის წესი