კინოხელოვნება

თვითმარქვია ჰიჩკოკები – “გარდიანი” ახალ ბიოპიკებს აკრიტიკებს

4 თებერვალი, 2013 • • 2277
თვითმარქვია ჰიჩკოკები – “გარდიანი” ახალ ბიოპიკებს აკრიტიკებს

ენთონი ჰოპკინსი ჰიჩკოკის როლში
ენთონი ჰოპკინსი ჰიჩკოკის როლში

“…სულ რამდენიმე თვე გავიდა “გოგონას” (2012) ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ, რომელიც დონალდ სპოტოს 1983 წელს გამოსულ ბიოგრაფიას ეფუძნება და კონცენტრირებას მის ყველაზე სევდიან, ბინძურ მიგნებებზე ახდენს – კერძოდ, იმაზე, თუ როგორ ავიწროვებდა ჰიჩკოკი ტიპი ჰედრენს “ჩიტებსა” და “მარნიზე” მუშაობის დროს. ჰიჩკოკი ამ ფილმში ბაყაყისებრი არსებაა და მას ტობი ჯონსი ასახიერებს, რომელმაც მონდომებით აითვისა ჰიჩკოკის ბაჯბაჯით სიარულის მანერა და მისი უცაბედი შემობრუნებები… თუმცა ის აქ გაცილებით უფრო ხშირად ყოყმანობს, ვიდრე ეს რეჟისორისთვის იყო დამახასიათებელი.

 

ახლა უკვე ენტონი ჰოპკინსის გაცილებით ნათელი ვერსია შეგვიძლია ვნახოთ. ის მაინცდამაინც არ ჰგავს ჰიჩკოკს, თუმცა ჰოპკინსი აქაც იმავე თავდადებით მიიწევს წინ, რომელმაც მისი ნიქსონი და პიკასო გახადა დრამატურგიულად ასეთი დამაჯერებელი. ეს “გულითადი, უწყინარი და მოვარდისფროდ გასხივოსნებული” ჰიჩია – მსგავსად ასაკოვანი ლუის ბუნუელს თბილი სიტყვებისა ჰიჩკოკის გახსენებისას. ფილმი “ჰიჩკოკი” სტივენ რებელოს 1990 წლის გახმაურებული წიგნის მიხედვითაა გადაღებული – “ალფრედ ჰიჩკოკი, როგორ იქმნებოდა ფსიქო” – თუმცა ფილმში მის ღირსებათაგან ბევრი ვერაფერი მოხვდა.

 

The Girl
The Girl

კადრირებისთვის რეჟისორის სატელევიზიო ნოველების – “Alfred Hitchcock Presents” – საწყისი და ფინალური მონოლოგებია გამოყენებული. მე კი გამეცინა, როცა ჰელენ მირენის მიერ განსახიერებული ალმა ჰიჩკოკი ვნახე, ჩაცმული ზუსტად ისეთივე ღამის პერანგში, როგორიც ჯანეტ ლის აცვია “ფსიქოს” პირველსავე სცენაში  (რომელიც, სამწუხაროდ, უხეირო ხუმრობა იყო, განსხვავებით ალმას გაცილებით უფრო დამაჯერებელი სახისაგან იმელდა სტაუნტონის შესრულებით ფილმში “გოგონა” – The Girl ). მართალია, ამ სვლის  ჩანაფიქრი ფილმისთვის ნარატიული ძრავის მინიჭება იყო, რომელიც ასე აკლია სურათს, თუმცა ნაცვლად ამისა, ალმასა და “ფსიქოს” გმირს შორის ამ კავშირის გაბმამ, პირიქით, სიცოცხლე გამოაცალა მას.

 

 

 

Hitchcock
Hitchcock

…სპოტოს ბიოგრაფია –ზიზღი და იმედგაცრუება რომ გაავრცელა, რისი დიდი ნაწილიც უსამართლოდ ასცდა თავად სპოტოს –  1983 წელს გამოქვეყნდა, პარამაუნთის 50–იან წლებში გადაღებული 5 ფილმის ხელახალ გამოშვებამდე სულ რამდენიმე თვით ადრე, მათ შორის იყო “ფანჯარა ეზოს მხარეს” და “ვერტიგოც”. რა თქმა უნდა, ჰიჩკოკი სასპენსის ოსტატი იყო  (უნდა ვუმადლოდეთ ყველაზე სასაცილო ფრაზას ჰოპკინსის ფილმში), თუმცა ამაზე უკეთესად თვითრეკლამირება გამოსდიოდა. საკუთარი სატელევიზიო შოუების, ჟურნალების და “სამი გამომძიებლის” წიგნების სერიის წყალობით მისმა პოპულარობამ 70–იან წლებამდეც კი გასტანა. “პარამაუნტის ხუთეულის” ხელახალი რელიზი საფირმო დარტყმა იყო: მისი ისედაც ძლევამოსილი რეპუტაციის უფრო მეტად გამყარება – უკვე ჰიჩის გარდაცვალების შემდეგ, საიქიოდანაც კი! დიდებული თვითრეკლამირება. გენიალური. და კარგად ბრძანდებოდეთ, სპოტო.

 

ამ ორ მეორეხარისხოვან ფილმში განსახიერებული ჰიჩკოკის ორი პორტრეტის საპასუხოდ, კიპლინგის სიტყვებს მოვიყვან ისევ ჰიჩკოკის ფილმიდან Strangers On A Train. მოკლე, მოკრძალებულ  ციტატას: “ამ ორ თვითმარქვიას შეგიძლიათ ზუსტად ერთნაირად მოექცეთ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი