ხელოვნება

ჯაზ სერიები – ნილს პიტერ მოლვაერი თბილისში

21 იანვარი, 2013 • • 1384
ჯაზ სერიები – ნილს პიტერ მოლვაერი თბილისში

ნილს პიტერ მოლვაერი
ნილს პიტერ მოლვაერი

მოლვაერი ერთ–ერთ პირველი მუსიკოსია, ვინც ჯაზისა და ელექტრონული ხმოვანების კომბინირებაზე დაიწყო მუშაობა. მისი კომერციულად ყველაზე წარმატებული ნამუშევარი 1997 წლის სადებიუტო სოლო -ალბომი “Khmer” იყო – გადამწყვეტი მომენტი ნილსის კარიერაში, რომელმაც სხვა ჭრილში მოათავსა მუსიკოსი და მრავალი ჯილდო მოუპოვა მას.

 

“როდესაც ნილს პიტერ მოლვაერს ცოცხლად პირველად მოვუსმინე, მეგონა, სამყარო აღსასრულს უახლოვდებოდა,” – წერს BBC-ის რადიოწამყვანი, ფიონა თოქინგტონი მოლვაერის შესახებ – “…პულსირებადი და ამაფორიაქებელი მუსიკა ანგელოზის სუნთქვასავით გამჭოლია. არა ნაზი ანგელოზისა რომანტიკული ნახატებიდან, არამედ ძლიერი არქანგელოზის სუნთქვა, რომელიც ცეცხლოვანი მახვილით – საყვირის ხმით –ავის მომასწავებელს გვიქადის…. მისი ჟღერადობა ვნებიანია, ეთერული სილამაზის, ერთდროულად ბნელი და, ამასთან, თანაგრძნობითა და წრფელი ჰუმანურობით სავსე”.

 

ბენდი თბილისში 6-კაციანი შემადგენლობით ჩამოდის, სასცენო შემადგენლობაში კი მოლვაერის საყვირს აკომპანირებას გიტარა და დასარტყამი ინსტრუმენტი გაუწევს.

 

ჯაზ- სერიების ფარგლებში “ისთერნ პრომოუშენის” მოწვევით 16 მარტს თბილისს იაპონელი მუსიკოსი და კომპოზიტორი კეიკო მაცუი ეწვევა. ამავე პროექტის ფარგლებში 21 აპრილს “ივენთ ჰოლი” ამერიკელ ჯაზშემსრულებელ სტეისი კენტსაც უმასპინძლებს, 3 მაისს კი- Lee Ritenour Band–ს.

 

1998 წლიდან მოყოლებული “ისთერნ პრომოუშენი” სხვადასხვა დროს იყო ორგანზატორი ისეთი მუსიკოსების კონცერტებისა საქართველოში, როგორებიცაა- რეი ჩარლზი, ჯეიმს ბრაუნი, ჯორჯ ბენსონი, ელ ჯერო, ბობი მაკფერინი, მანჰეტენ ტრანსფერი და სხვ.

მასალების გადაბეჭდვის წესი