ხელოვნება

ოპერის თეატრის ორკესტრთან გიორგი იაშვილი დაუკრავს

17 იანვარი, 2013 • • 1717
ოპერის თეატრის ორკესტრთან გიორგი იაშვილი დაუკრავს

გიორგი იაშვილი
გიორგი იაშვილი

კონცერტის მრავალფეროვან პროგრამაში ფრანც შუბერტის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, ჟიულ მასნესა და კამილ სენ-სანსის ნაწარმოებები შესრულდება. კონცერტს დირიჟორი ჯანლუკა მარჩიანო წარუძღვება. სოლისტის ამპლუაში კი მსმენელის წინაშე საზღვარგარეთ მოღვაწე ცნობილი ახალგაზრდა ქართველი მევიოლინე გიორგი იაშვილი წარსდგება.

 

გიორგი იაშვილი სოლისტის ამპლუაში ხშირად გამოდის ცნობილ საკონცერტო დარბაზებში, როგორებიცაა -ნიუ-იორკის ლინკოლნ ცენტრი, სიდნეის ოპერის თეატრი, ბერლინის ფილარმონია, კიოლნის,  მიუნხენისა და მოსკოვის კონსერვატორიები; მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებსა (Schleswig Holstein, Aix en Provence, Salzburg and Vienna Summer) და სახელოვანი მევიოლინეების, მათ შორის, ლიანა ისაკაძის პროექტებში. ამჟამად გიორგი იაშვილი ბავარიის რადიოს სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობს, აგრეთვე, დამაარსებელი და ხელმძღვანელია კამერული ორკესტრისა “Solistes des Arts”. ეს ორკესტრი, რომელშიც ლორინ მააზელისა და ზუბინ მეტას ორკესტრების წამყვანი ახალგაზრდა მუსიკოსები გაერთიანდნენ, ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო კოლექტივად არის მიჩნეული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი