კინოხელოვნება

2012 წლის საუკეთესო ფილმია…

29 დეკემბერი, 2012 • • 2512
2012 წლის საუკეთესო ფილმია…

1) მიხაილ ჰანეკე – სიყვარული

 

გამოცემა Time-ის 2012 წლის საუკეთესო 10 ფილმს შორის პირველი მიხაილ ჰანეკეს “სიყვარულია”. ფილმი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საქართველოში მცხოვრები მაყურებლის ნაწილმა უკვე ნახა, ეს ის ფილმია, რომელმაც მიმდინარე წელს კანის ფესტივალზე ოქროს პალმის რტო მოიპოვა. ჰანეკეს ფილმი ოქროს გლობუსზეცაა ნომინირებული, საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში. ჰანეკეს “სიყვარული” ხანდაზმული წყვილის სიცოცხლის უკანასკნელ ორ დღეს აღწერს. “სიყვარულში” მთავარი როლები ცნობილმა ფრანგმა მსახიობებმა ჟან ლუი ტრენტინიანმა და ემანუელ რივამ შეასრულეს.

 

ჰანეკე სიყვარული
ჰანეკე სიყვარული

2) ბენ ზეიტლინი – ველური სამხრეთის მხეცები

 

ველური სამხრეთის მხეცები ბენ ზეიტლინის სადებიუტო ნამუშევარია. წელს ოქროს კამერა” სადებიუტო ნამუშევრისთვის ”ველური სამხრეთის მხეცების” რეჟისორმა კანის ფესტივალზე მიიღო, ხოლო სანდენსის კინოფესტივალზე ფილმი გრან-პრით დააჯილდოვეს.

 

3) პაის ცხოვრება – ენგ ლი

 

ენგ ლის 2012 წლის ფილმი “პაის ცხოვრება” იან მარტელის რომანის მიხედვით გადაღებული ფილმია. ფილმი ოქროს გლობუსზე ერთდროულად სამ ნომინაციაზეა წარდგენილი. ფილმი ინდოელი თინეიჯერის ისტორიას მოგვითხრობს, რომლის მშობლებიც ინდოეთიდან კანადაში გადაცხოვრებას გეგმავენ. პაის ოჯახი ზოოპარკის მფლობელია, ისინი ცხოველების გაყიდვას ამერიკაში გადაწყვეტენ. თუმცა გემი, რომლითაც ისინი ინდოეთს ტოვებენ, შტორმის ქვეშ მოყვება. გადარჩება მხოლოდ პაი, დაჭრილი ზებრა და ორანგუტანგი.

 

4) ჯო რაიტი – ანა კარენინა

 

ტოლსტოის რომანის მიხედვით მერამდენე ანა კარენინა გადაიღეს, ნელ-ნელა რთული დასათვლელი ხდება. 2012 წელს ანა კარენინას სიყვარულის ისტორიის ეკრანიზაციას ჯო რაიტმა ითავა და გამოცემა Time-ის საუკეთესო ფილმებს შორის მეოთხე ადგილზეც მოხვდა. ფილმში კირა ნაიტლი და ჯუდ ლოუ მონაწილეობენ.

 

5) კრისტოფერ ნოლანი: შავი რაინდის აღზევება

 

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფილმის, ბეტმენი: შავი რაინდის აღზევება არა მხოლოდ გამოცემა TIME-ის საუკეთესო ფილმებს შორის მოხვდა, არამედ წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმიც აღმოჩნდა, კომერციული თვალსაზრისით. ბოქს ოფისების მიხედვით, ნოლანის ფილმის შემოსავალმა 448 მილიონ 139 ათას 099 აშშ დოლარი შეადგინა . ბეთმენი: შავი რაინდის აღზევება ბეთმენის ისტორიის გაგრძელებაა. ფილმში კრისტიან ბეილი, ენ ჰეთუეი, გარი ოლდმანი და მორგან ფრიმანი მონაწილეობენ. ფილმი ეკრანებზე 2012 წლის ივლისში გამოვიდა.

 

6) კეტრინ ბიგელოუ – მიზანი ნომერი ერთი

 

კეტრინ ბიგელოუს ახალი ფილმი ეკრანებზე მიმდინარე წლის დეკემბერში გამოვიდა. ფილმი ერთდოულად ოთხ ნომინაციაზეა წარდგენილი ოქროს გლობუსზე. ოსკაროსანი რეჟისორის ახალმა ფილმმა კრიტიკოსების უმეტესობისგან დადებითი შეფასება მიიღო. ფილმი 2001-2011 წლების ისტორიაზეა, 11 სექტემბრიდან დაწყებული ბინ ლადენის მკვლელობამდე.

 

7) ტოდ სოლონძი – მუქი ცხენი

 

რეჟისორმა ფილმზე მუშაობა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო. 2011 წელს ფილმი რამდენიმე ფესტივალზე აჩვენეს, მათ შორის ვენეციის 68-ე და ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე. თუმცა ოფიციალურად ფილმი ეკრანებზე 2012 წლის ივნისში გამოვიდა. მუქი ცხენი 30 წელს გადაცილებული მამაკაცის ისტორიაა, რომელიც სათამაშოებს აგროვებს. აბე მშობლებთან ერთად ცხოვრობს და მამასთან ერთად მუშაობს.

 

8) პიტერ ჩანი – დრაგონი

 

ჩანის ახალი ფილმი “დრაგონი” გამოცემის ერთ-ერთი რჩეული ფილმია, რომელიც 10 საუკეთესოს შორის მოხვდა. ფილმში ცნობილი ჩინელი მსახიობი ჯიმი ვონგ იუ ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.

 

ტიმ ბარტონის ფრანკენვინი
ტიმ ბარტონის ფრანკენვინი

9) ტიმ ბარტონი – ფრანკენვინი

 

ბარტონის ანიმაციური ფილმი გვიამბობს ისტორიას ბიჭზე, რომელსაც საყვარელი ლეკვი მოუკვდება. ლეკვზე შეყვარებული ბავშვი შინაური ცხოველის გაცოცხლებას ცდილობს.
ბარტონის ანიმაციური ფილმი ოქროს ბლობუსის ნომინაციში “წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმია” წარდგენილი.

 

10) კირბი დიკი – უხილავი ომი

 

კირბი დიკის უხილავი ომი საუკეთესო ათეულს ასრულებს. დოკუმენტური ფილმი იმ ქალებზე მოგვითხრობს, რომელიც ამერიკის ჯარში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი